ამერიკისმცოდნეობის პირველი ყოველწლიური სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია: „ორი ამერიკა: წარსული, აწმყო, მომავალი“
2013 წლის 30 მარტს ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პარტნიორობით პირველად ჩატარდა ამერიკისმცოდნეობის პირველი ყოველწლიური სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია: „ორი ამერიკა: წარსული, აწმყო, მომავალი“. კონფერენციის მიზანი იყო ამერიკის შესწავლის თემით დაინტერესებულ სტუდენტთა შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის წახალისება. კონფერენციაში საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეულმა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 30 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ საკუთარი მოხსენებები წარადგინეს სამ სექციაზე: „ორი ამერიკის“ სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ტენდენციები (თავჯდომარე: ელენე მეძმარიაშვილი), „ორი ამერიკის“ ისტორია და პოლიტიკა (თავჯდომარე: ვასილ კაჭარავა), „ორი ამერიკის“ კულტურა: მსგავსება და განსხვავება (თავჯდომარე: ლაშა ჩახვაძე). კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, აკადემიური და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და სტუდენტები.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაიკლ ტერნერი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა: „ჩემთვის უდიდესი პატივია მათთან შეხვედრა, ვისაც სურს ბევრი ისწავლოს ჩემი ქვეყნის [ამერიკის შეერთებული შტატები] შესახებ.“
ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ვასილ კაჭარავამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა, რომ ეს კონფერენცია არის განსაკუთრებული ღონისძიება, რადგან ჩატარდა პროფესორების მხარდაჭერით, სტუდენტ მარიამ ხატიაშვილის ორგანიზებითა და სხვა მოხალისე სტუდენტთა თანამონაწილეობით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ელენე მეძმარიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოხსენებების თემატიკის მრავალფეროვნების შესახებ: „ეს თემატიკა მოიცავს ძალიან ბევრ საკითხს, ძალიან ფართო სპექტრია, ძალიან საინტერესო მოხსენებებია“.
აღნიშნული კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარის მარიამ ხატიაშვილის იდეითა და ორგანიზებით გაიმართა. „ძალიან დიდი დაინტერესება გამოხატეს სტუდენტებმა კონფერენციის გამოცხადებისთანავე, სწორედ ამის მანიშნებელია ის, რომ ძალიან კარგი მოხსენებები გამოაგზავნეს“, აღნიშნა მან მისასალმებელ სიტყვაში და მადლობა გადაუხადა პროფესორებს ვასილ კაჭარავასა და ელენე მეძმარიაშვილს მოტივაციის გაზრდისათვის და ასევე ყველა იმ სტუდენტს, ვინც ეხმარებოდა კონფერენციის დღის ლამაზად მოწყობაში.
კონფერენციის გახსნისას გაიმართა ფოტოჟურნალისტ გოგა ჩანადირის ფოტოების ციფრული ჩვენება: „მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში.“ ფოტოჟურნალისტმა კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს წარუდგინა სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას მის მიერ ფოტოზე აღბეჭდილი კადრები არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან, კუბადან, იამაიკიდან, პანამიდან და ისაუბრა იქ ნანახი საინტერესო ეთნოგრაფიული ფაქტების შესახებ. ციფრული ფოტო-ჩვენება ინტერაქტიული კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
კონფერენცია „ორი ამერიკა“წარსული, აწმყო, მომავალი“ საყურადღებო იყო რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის აღსანიშნავია ის, რომ კონფერენციისათვის სამეცნიერო წრის თავმჯდომარე კოორდინირებდა და პირველად შეკრიბა მოხალისე სტუდენტები კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობისათვის, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მოხალისე სტუდენტები - ფოტოგრაფი ნინა ბაბალაშვილი, ვიდეო გადაღება თამუნა შველიძე, თამთა ბიბილური, მარიამ ჭანტურია, დიანა დუმბაძე, თათია ვახტანგაძე, ნინო ჯოხაძე, ნიკა ქუთათელაძე და ლევან ფრუიძე აქტიურად მუშაობდნენ საორგანიზაციო საკითხებსა და კონფერენციის სექციების მუშაობის მსვლელობაში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
· ნინო კობალაძე, აშშ–ის ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები
· ნანა მაისურაძე, ბიზნესის ფილოსოფიური ხედვა ამერიკულ სინამდვილეში
· ბექა ნაოჭაშვილი, საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები
· ნინო ჩიკვილაძე, სიგარეტის წევა მოზარდებში: ამერიკის და საქართველოს გამოცდილება
· ია სართანია, აზარტული თამაშების გავლენა ამერიკელ და ქართველ მოზარდებზე
· ნიკოლოზ ხატიაშვილი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის სამომავლო პერსპექტივები
· მარიამ ხატიაშვილი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების რეაქცია მონროს დოქტრინის მიღებაზე
· ედნრიუ მაილსი, Patriarchy and the Body: Feminist Theories on the Construction of Power
· ასლან ართმელაძე, არასწორი საგარეო პოლიტიკა, როგორც დემოგრაფიული ცვლილებების ფაქტორი (პარაგვაის მაგალითი)
· მარიამ გაზაშვილი, „ოქროს ციებ–ცხელება“ და ქართველი მაიკ მიტო
· ნანა ივანიაშვილი, ლაშა კაციაშვილი, ტრანსსასაზღვრო გეოეკონომიკური ომი (აშშ–მექსიკა)
· შოთა სილაგავა, ამერიკული კონსტიტუციონალიზმის რამდენიმე საკითხი
· ვლადიმერ სანაძე, რა გავლენა იქონია შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე
· ვაჟა ბელთაძე, სისხლისსაამართლებრივი დევნის შედარებითი ანალიზი ამერიკულ და ქართულ კანონმდებლობაში
· მარიამ მარჯანიშვილი, ჟურნალ „მამულის“ ერთი სტატიის კვალდაკვალ
· ეველინა თარაშვილი, თეონა შავლოხაშვილი, ერნესტ ჰემინგუეის ნოველის „კატა წვიმაში“ თარგმანები ქართულ ენაზე
· მარიამ ბაქრაძე, საქართველო და ლათინურ–ამერიკულ სერიალები
· სალომე ქაჯაია, ლინას მხატვრული სახის გაგებისათვის უილიამ ფოლკნერის რომანში „აგვისტოს ნათელი“
· მარიამ ყაყიტაშვილი, ნინო საბაძე, მარსელ დუშანი – დადაიზმი ამერიკაში რედი მეიდის მიხედვით
· თამარ ყალიჩავა, ტოტალიტარიზმის ლიტერატურული პარადიგმები ( რეი ბრედბერის ‘451 გრადუსი ფარენჰაიტით“)
· მაია სიგუა, ჯონ კეიჯი და ოპერა: გზავნილი ევროპას
· თამარ შველიძე, თანამედროვე ხელოვნება ალასკაზე
· თინათინ ჯანჯღავა, ქალი სახვით ხელოვნებაში ( ამერიკულ–ქართული პარალელები)
· ნინო ბერუაშვილი, ფიქრია გოგიაშვილი, ლათინო–ამერიკული ცეკვების როლი მსოფლიო კულტურაში
· ინგა ადამია, ბაირონის ამერიკისადმი დამოკიდებულება
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.