ინტერვიუ პროფესორ ელენე მეძმარიაშვილთან
ინტერვიუ პროფესორ ელენე მეძმარიაშვილთან
ჩაიწერა მარიამ ხატიაშვილმა
24 თებერვალი, 2015
24 თებერვალს, ამერიკისმცოდნეობის სამეცნერო წრის თავმჯდომარეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა ამერიკისმცოდნების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სამეცნიერო ხელმძღვანელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ელენე მეძმარიაშვილს. ერთ საათიანი ინტერვიუსას პროფესორმა მეძმარიაშვილმა ისაუბრა საკუთარი საგანმანათლებლო წარსულის, სამეცნიერო კვლევის სფეროების, ქართული ამერიკისმცოდნეობის განვითარების შესახებ. ინტერვიუს მეორე ნაწილში პროფესორმა ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის აღნიშნა წარმატების მიღწევის მისეული ხედვა და ჰობი; გაიხსენა საინტერესო ფაქტები სტუდენტობის წლებიდან. მადლობა პროფესორ მეძმარიაშვილს, რადგან გამონახა დრო საუბრისათვის.
მხ: მოგვიყევით თქვენი საგანმანათლებლო გამოცდილების შესახებ, სად სწავლობდით, როგორი იყო გზა სტუდენტობიდან პროფესორობამდე?
ემ: დავამთავრე თბილისის 55-ე საჯარო სკოლა, იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი არქიტექტორი. ბოლო მომენტში ოჯახმა გადამაფიქრებინა ეს აზრი, რადგან საბჭოთა პერიოდში არქიტექტურას დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა, შენდებოდა მხოლოდ ე.წ. ტიპური შენობები, ხოლო არქიტექტორები, ფაქტობრივად, უბრალო მხაზველებს წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შემესწავლა არქიტექტურის ისტორია და ხელოვნებათმცოდნე გავმხდარიყავი, მაგრამ საბოლოოდ აღმოვჩნდი ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე. ამ მიმართულებით დავიცავი სადიპლომო ნაშრომი. უკვე სწავლის პერიოდში, როდესაც ვიყავი მე-4 კურსზე, კათედრის გამგემ, გივი კიღურაძემ, მიმიყვანა კათედრაზე როგორც ლაბორანტი, ანუ ვსწავლობდი და ვმუშაობდი ერთდროულად, რაც იმ დროს ძალიან დიდი იშვიათობა იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ ვიცოდი რა მექნა: დავრჩენილიყავი კათედრაზე როგორც ლაბორანტი, რის დიდი წინააღმდეგი მამაჩემი იყო (რომელიც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კათედრის გამგე იყო), თუ ასპირანტურაში გამეგრძელებინა სწავლა. მამის რჩევით ასპირანტურაში ჩავაბარე. ჯერ კიდევ სადიპლომო ნაშრომზე მუშაობისას, უნივერსიტეტიდან გამგზავნეს მოსკოვში სტუდენტთა აფრიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციაზე არსებულმა ვითარებამ - საინტერესო დისკუსიებმა, ინტერესმა ჩემი მოხსენების მიმართ, ჩვენი სექციის სამეცნიერო ხელმძღვანელის რჩევამ - გადამაწყვეტინა სადიპლომო ნაშრომის თემის შეცვლა და ასპირანტურაში მოსკოვში აფრიკისმცოდნეობის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაც. პირველად აუდიტორიაში შესვლა ასპირანტურაში სწავლის დასრულებამდე მომიხდა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ერთ-ერთი წევრის გარდაიცვალების შემდეგ, კათედრის გამგემ მოსკოვიდან გამომიძახა, განცხადება დამაწერინა და კათედრის ასისტენტად ამიყვანა. ვმუშაობდი თითქმის 24 საათი დღეღამეში, რომ ლექციებსა და სემინარებზე მომზადებული შევსულიყავი, მით უმეტეს, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კურსების წაკითხვა მომიხდა. თანაც, აუდიტორიაში თითქმის ჩემი თანატოლები ისხდნენ, მათ შორის, რამდენიმე ჩემი თანაკლასელიც კი იყო! მე უნივერსიტეტში არ დავბადებულვარ, მაგრამ აქ გავიზარდე და ასაკიც შემომეპარა, გავიარე ყველა საფეხური - სტუდენტი, ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი.
მხ: როდის დაიწყეთ სამეცნიერო სფეროში აქტიური მოღვაწეობა?
ემ: სამეცნიერო სფეროში ჩემი მოღვაწეობა უკავშირდება სტუდენტობის პერიოდს. ყოველ სასწავლო წელს ამათუიმ საგანში საკურსო ნაშრომებს ვწერდით. პირველ კურსზე გატაცებული ვიყავი არქეოლოგიით და საკურსო ნაშრომის თემად ავირჩიე კახური მინანქრიანი კერამიკა, რომლისთვისაც კახეთის არქეოლოგიური ექსპედიის შედეგად მოძიებული, მანამდე დაუმუშავებელი, მასალები შევისწავლე ამისთვის წავედი მუზეუმში, შევხვდი ექსპედიციის ხელმძღვანელს, მოვიძიე პარალელები, პირველკურსელმა სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენე ისე, რომ თეორიულად არც ვიცოდი, თუ ეს რა მეთოდები იყო. მუშაობის დასრულების შემდეგ ცოტა გულგატეხილი ვიყავი იმით, რომ უფრო მეტ რეაქციას, დაფასებას ველოდი ჩემი პროფესორებისაგან, რომლებმაც უმაღლესი ქულა კი დამიწერეს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არც წაუკითხავთ. სხვათაშორის, რამდენიმე წლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის ერთმა სტუდენტმა პირველ კურსზე დაწერილი ჩემი ეს რეფერატი სადიპლომო ნაშრომად გამოიყენა და ასევე უმაღლესი შეფასება მიიღო. ამიტომ ახლა ყველა ჩემი სტუდენტის რეფერატს გულდასმით ვკითხულობ, რომ მათი შრომა არ დაიკარგოს. სამეცნიერო თემაზე მუშაობისას, ყოველთვის ერთი მთავარი მიზანი მაქვს: ის საქართველოს უნდა უკავშირდებოდეს. მაგალითად, მე-3 კურსზე სწავლისას პროფესორმა გივი ჟორდანიამ ერთ-ერთ ლექციაზე გაკვრით ახსენა ე.წ. ინგლისის მოსკოვური კომპანია, რომელსაც თურმე კავშირი ჰქონდა საქართველოსთან. დამამახსოვრდა ეს წინადადება, ჩავეძიე და დავიწყე მასალის მოძიება. ამავე პერიოდიდან დავიწყე სტუდენტთა ე.წ. საკავშირო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებში ეწყობოდა. პირველად წავედი ტარტუს უნივერსიტეტში კონფერენციაზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე; ძალიან მომეწონა დამსწრე აუდიტორიის აქტიურობა, დისკუსიები, ის რომ მოხსენების შემდეგ ტაშს გიკრავენ. თბილისში კონფერენციებისას ასე არ ხდებოდა. შემდეგ კურსზე უკვე ტაშკენტში გავემგზავრე და ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე, ხოლო ბოლო კურსზე სწავლისას მონაწილეობა მივიღე მოსკოვის საერთაშორისო კონფერენციაში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლაბორანტი ვიყავი, კათედრის გამგემ ჩამრთო ახალი ისტორიის ქრესთომატიის გამოცემაში. ერთობლივად ვმუშაობდით, თუმცა რამდენიმე თავი სრულიად დამოუკიდებლად გამაკეთებინა.
მხ: რას გვეტყვით თქვენი სამეცნიერო, სასწავლო პუბლიკაციებისა და სტატიების შესახებ?
ემ: დისერტაციის დაცვამდე ასპირანტისთვის აუცილებელი იყო სტატიების გამოქვეყნება. შესაბამისად, ჩემი პირველი სტატიები, ასევე მონოგრაფია სადისერტაციო თემას, ანუ ნიგერიის პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს ეძღვნებოდა. სხვათაშორის, არასდროს ვაქტიურობდი კომკავშირის მიმართულებით, სტუდენტობის წლებიდანვე სამეცნიერო სფეროში მსურდა მუშაობა. ვიყავი სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე, ვმუშაობდი ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკურ საბჭოში, დავაარსეთ ახალგაზრდა ისტორიკოსთა კლუბი, რომლის პრეზიდენტიც დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი. იმ დროს სტუდენტები, ახალგაზრდები ძალიან აპოლიტიკურები ვიყავით, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის ერთადერთი გზა ჩვენთვის ეს იყო. ვატარებდით სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციებს , ვბეჭდავდით კონფერენციის მასალებს. მას შემდეგ, რაც ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის გამგე გივი კიღურაძე გარდაცვალა, კათედრა გაიყო. მე აღმოვჩნდი აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე. უნდა ვთქვა, რომ მსოფლიო მხოლოდ ევროპა და ამერიკა არ არის. შეუძლებელია ისწავლო მსოფლიოს ისტორია ისე, რომ არ იცოდე ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის, იაპონიის, ზოგადად, აფრიკის ისტორია. ვასწავლიდი აზიისა აფრიკის ქვეყნების მეოცე საუკუნის ისტორიას, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალური კურსია, მაგრამ დავიწყებული... წლების განმავლობაში ვწერდი სტატიებს ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისთვის. 1996 წლიდან მშობლიურ, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე დაბრუნდი. კოთე ანთაძემ, კათედრის გამგებ, ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადებაში ჩამრთო და ჩემი პროფილიც უფრო გაფართოვდა. უახლესი ისტორიის პირველ პოსტსაბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობით დაიწყო ჩემი „ეპოპეა“ ამ სფეროში. დღესდღეობით, ჩართული ვარ ისტორიის სწავლების დიდაქტიკის მეთოდების კვლევაში, ახალი სახემძღვანელოების შექმნასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროკლიოს, ევროკავშირის შესაბამის პროექტებში. ჩემი ნაშრომების ნაწილიც - სტატიები, სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა - ამ სფეროს მიეძღვნა. . სამეცნიერო სფეროში ჩემს თავს ყოველთვის ძალიან დიდ მოთხოვნებს ვუყენებ, ამიტომ მონოგრაფიის შექმნამდე კონკრეტული საკითხები საფუძვლიანად უნდა მქონდეს გამოკვლეული და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნებული. ძალიან დიდი დრო მიაქვს ჩემს, როგორც რედაქტორის საქმიანობას: კრებულები, ჟურნალები, ჩემი კოლეგების მონოგრაფიები, ასევე, სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელობა - დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სამწუხაროდ, არაერთი საკუთარი წიგნი, რომელიც გამზადებული მაქვს გამოსაქვეყნებლად, თავის რიგს ელოდება.
მხ: რომელ საგანს გამოარჩევთ ყველაზე მეტად იმ საგნებიდან, რომელსაც ასწავლით?
ემ: ყველა საგანი მიყვარს, რასაც ვასწავლი. მათი უმრავლესობა სრულიად ახალია ქართული აკადემიური სივრცისთვის, მათ შორის, ამერიკისმცოდნეობის შესავალი, ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორია, ქალი მეოცე საუკუნის ამერიკის პოლიტიკასა და კულტურაში და სხვ. ეს უკანასკნელი საკითხი ჩემი კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებაა, სადაც საქართველოსთან პარალელების გატარების განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობა მაქვს. თუმცა, ასევე, ამერიკაში მესამე თაობის ქართული იმიგრაციის საკითხების კვლევითაც ვარ გატაცებული.
მხ: რომელი პერიოდიდან იწყება საქართველოში ამერიკისმცოდნეობის განვითარება?
ემ: შეერთებული შტატების გარდა, ვერცერთი ქვეყანა დაიკვეხნის, რომ ამერიკისმცოდნეობის სწავლების შედარებით ხანგრძლივი ისტორია აქვს. საბჭოთა პერიოდში ასე თუ ისე ვსწავლობდით ინგლისურს, ვინაიდან სკოლა და უნივერსიტეტი ამ მხრივ ბევრს არაფერს გვაძლევდა. პირველ პროფესიონალ ქართველ ამერიკისმცოდნედ პროფესორი ვასილ კაჭარავა შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასპირანტურაში სწავლისას, საკანდიდატო დისერტაციის თემა შეერთებული შტატების ისტორიისთემატიკიდან აირჩია. სწორედ მასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ახალი და უახლესი ისტორიის კათედრასთან შეგვექმნა ამერიკის ისტორიის ლაბორატორია, რათა გაგვეზარდა ინტერესი შეერთებული შტატებისადმი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე დაწყებული იყო ყოველმხრივი ურთიერთობა, მაგრამ საზოგადოებაში მის შესახებ ცივი ომის დროინდელი საბჭოთა სტერეოტიპები ბატონობდა. 1998 წლამდე ლაბორატორია მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, ვინაიდან ვ.კაჭარავაც საქართველოში არ იმყოფებოდა. უნივერსიტეტში მისი დაბრუნების შემდეგ ლაბორატორია ამერიკის ისტორიის შესწავლის ცენტრად გადავაქციეთ, მასში ინგლისური ენის მცოდნე პროფესორები გავერთიანდით და ამერიკის შესახებ საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენციების ორგანიზება დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ ისტორიკოსების გარდა, ამერიკით სხვა სფეროების წარმომადგენლებიც იყვნენ დაინტერესებული, თანაც კონფერენციების მუშაობაში ლექტორებიც ჩავერთეთ. მაგრამ ქართული ამერიკისმცოდნეობის აკადემიურ სფეროში გარდატეხა, ფაქტობრივად, 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც ამერიკის ისტორიის ცენტრი ამერიკისმცოდნეობის ცენტრად, მოგვიანებით კი, ინსტიტუტად გადაიქცა. ჯერ კიდევ 2001 წელს ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით საერთაშორისო ვიზიტიორების პროგრამის ფარგლებშიაღმოვჩნდი ვაშინგტონში, ამერიკის შესწავლის ასოციაციის მასშტაბურ კონფერენციაზე, სადაც მრავალი საკითხისადმი მიძღვნილი უამრავი სექცია იყო. იქ გავიცანი რამდენიმე ამერიკელი პროფესორი, მათ შორის, დორის ფრიდენსონი, მაიკლ ბარტონი და სხვ. უკან დაბრუნების შემდეგ მათთან მიმოწერა გავაჩაღე და ჩვენს კონფერენციაზე „ცალი ყბით“ დავპატიჟე. ჩემთვის მოულოდნელად, დორის ფრიდენსონმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. ეს ჩვენთვის გარკვეული სტიმული გახდა. დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ კონფერენცია უფრო მასშტაბური გამხდარიყო და ამას მივაღწიეთ კიდეც. მასში მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, სხვადასხვა მიმართულების პროფესორები, ასევე, იმ დროს ჩვენთან მოღვაწე ამერიკელი თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მეცნიერები და დიპლომატებიც დავაინტერესეთ. შესაბამისად, ამიერიდან, ჩვენი კონფერენციები მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციებად გადაიქცა, რომელთა საზეიმო გახსნაზეც, ხშირად, შეერთებული შტატების ელჩები თავიანთი საპროგრამო სიტყვებით გამოდიან. ამგვარად, საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისი ამერიკისმცოდნეობისათვის გარდამტეხი იყო, ვინაიდან ამ დროიდან ის ინტერდისციპლინარულ და მულტიდისციპლინარულ აკადემიურ დარგად ჩამოყალიბდა. როდესაც რატგერსის უნივერსიტეტში ფულბრაიტის გრანტით მიწვეულ მკვლევრად ვმუშაობდი, დავუახლოვდიპროფესორ მაიკლ როკლენდს, რომელიც ჩვენი პროგრამების კონსტულტანტი, ახლო მეგობარი და კოლეგა გახდა. ის საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა, იყო ჩვენი კონფერენციების მთავარი მომხსენებელი და მოკლე სალექციო კურსიც ჩაატარა. ასევე მას, როგორც პენსტეიტ უნივერსიტეტის პროფესორ მაიკლ ბარტონს, ჩვენს სტუდენტებთან რამდენიმე ონლაინ შეხვედრა ჰქონდა. მაიკლ ბარტონმა ჩვენთან ერთად ერთობლივი სემინარი ჩაატარა ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 2006 წელს ქართულ ამერიკისმცოდნეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ასეთი დარგი არ უნდა არებობობდეს და ის გააუქმეს! უნივერსიტეტში ისტორიის მიმართულებაზე დამტოვეს მხოლოდ მე, თანაც ასისტენტ პროფესორად ჩამოქვეითებული. ამერიკისმცოდნეობის აღდგენისთვის ბრძოლის პერიპეტიებზე არ ვისაუბრებ. ამას, ალბათ, ცალკე ინტერვიუ დასჭირდება. მთავარია, რომ სტუდენტებთან ერთობლივი ბრძოლის, მსოფლიოს წამყვანი ამერიკისმცოდნეებისა და საერთაშორისო დახმარების წყალობით, ეს მიმართულება ჩვენს უნივერსიტეტში აღდგა. ბოლო წლებში მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდა, წარმოიშვა ახალი მიმართულებები, დაგროვდა ქართულენოვანი მასალები კრებულების, სტატიების, წიგნების სახით, ბოლო წლებში გამოჩდნენ ძლიერი, მოტივირებული დოქტორანტები, რომლებიც ჩვენს მიერ დაწყებული საქმის გამგრძელებლები იქნებიან. ყველა ის საკითხი, რომელსაც ისინი იკვლევენ, ფაქტობრივად, საქართველოსთვის „სუფთა ფურცელია“, რომელსაც ისინი ავსებენ და ქართულ ამერიკისმცოდნეობას ამდიდრებენ.
მხ: რა იყო ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში?
ემ: ამ საკითხზე არასდროს დავფიქრებულვარ. თუმცა, პირად ცხოვრებში ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა ჩემი შვილის დაბადება იყო, ხოლო კარიერაში 2001 წელს ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით საერთაშორისო ვიზიტიორის პროგრამით შეერთებულ შტატებში მოგზაურობა, ასევე, ფულბრაიტის გრანტი, რომლებმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი საქმიანობის მიმართულება.
მხ: როგორ აბალანსებთ პირადი ოჯახისა და სამსახურის საქმეებს?
ემ: დღეღამეში მინიმუმ 14 საათიანი შრომით.
მხ: როგორია წარმატების მიღწევის თქვენეული ხედვა?
ემ: წარმატების მისაღწევად აუცილებელია ბევრი შრომა, ნიჭი, მიზანდასახულობა და საქმისადმი სიყვარული.
მხ: სტუდენტები ხშირად ნებდებიან წარუმატებლობის შემდეგ, რას ეტყვით მათ?
ემ: ეს დაუშვებელია. საერთოდ ეს საკითხი დამოკიდებულია ადამიანის ბუნებაზე, ზოგისთვის წარუმატებლობა სტიმული ხდება, რომ მეტი გააკეთოს. აუცილებელია ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადოს გამარჯვების სიხარული. სტუდენტობისას მე ეს გრძნობა გამოვცადე, როდესაც მივიღე მონაწილეობა სტუდენტურ ალპინიადაში. სტუდენტობისას სპორტით აქტიურად ვიყავი დაკავებული, ვთამაშობდი კალათბურთს, ხელბურთს, ფაკულტეტის სახელით ვმონაწილეობდი საჭადრაკო ტურნირებში. იმ დროს უნივერსიტეტი ალპინიადებს ატარებდა. მე მისთვის მზად არ ვიყავი და ძალიან სუსტი მეგონა ჩემი თავი. მიუხედავად ამისა, მაინც წავედი მთაში და სხვებთან ერთად დავიპყარი მწვერვალი გორი, რომელსაც თსუ-ს სტუდენტები ყოველ წელიწადს იპყრობდნენ. მაგრამ ჩემთვის ეს იყო გამარჯვება საკუთარ თავზე. მსგავსი საოცარი გრძნობა ჩემს ცხოვრებაში არასდროს აღარ გამომიცდია. ვფიქრობ, თითოეულმა სტუდენტმა ეს გრძნობა უნდა გამოსცადოს, რომ უფრო თავდაჯერებულმა გააგრძელოს ცხოვრება, დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ძალიან მაგარია და მიზნის მიღწევა შეუძლია. რასაკვირველია, მთავარია, მიზანიც ჰქონდეს!
მხ: რომელი სამი სიტყვით დაახასიათებთ თქვენი სწავლების მეთოდს?
ემ: ინტერაქტიური, პრობლემური, კვლევითი.
მხ: სამეცნიერო კვლევითი სფეროების გარდა, რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
ემ: ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო მოგზაურობა. მინდოდა, მქონოდა შესაძლებლობა, რომ მემოგზაურა მსოფლიოს ქვეყნებში. ყველაზე დიდ სიმდიდრედ ახალი შთაბეჭდილებები და აღმოჩენები მიმაჩნია. უფალს მადლობას ვუხდი, რომ მოგზაურობის შესაძლებლობა მომცა. ბავშვობიდან წიგნების კითხვაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლო წლებში ამის ფუფუნება არ მაქვს - მხოლოდ სპეციალური ლიტერატურის კითხვა მიწევს. განტვირთვისას ზოგჯერ გასართობ გადაცემებს ვუყურებ. თუმცა, სპეციალობიდან გამომდინარე, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიც გათვითცნობიერებული უნდა ვიყო, ამიტომ მათ თვალყურს ვადევნებ.
მხ: რომელია თქვენთვის საყვარელი ამერიკელი ისტორიკოსი?
ემ: არტურ შლეზინგერი! ძალიან მომწონს ჰანთინგტონი, რომელიც ისტორიკოსი არ არის, სოციოლოგი და პოლიტოლოგია, თუმცა, მის ზოგიერთ ცნობილ იდეას არ ვეთანხმები.
მხ: თქვენთვის ყველაზე ციტირებადი ამერიკელი ავტორი:
ემ: ყველაზე ხშირად მიწევს ალექსის დე ტოკვილის სიტყვების ციტირება. მისი წიგნი „დემოკრატია ამერიკაში“ ხომ ყველა ამერიკისმცოდნის სამაგიდო წიგნია. მე გამონაკლისი არ ვარ.
მხ: რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიიდან?
ემ: ჩემთვის ეს არის 1960-იანი წლები, ყველაზე მდიდარი, მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული პერიოდი მე-20 საუკუნის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. თუმცა, არანაკლებ და, შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანი ეპოქებიც არსებობს ამ თითქოსდა ხანმოკლე ისტორიის მქონე სახელმწიფოში, რომელთა გავლენით არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს სახეც შეიცვალა.
*ფოტო გადაიღო ნინა ბაბალაშვილმა, ამერიკისმცოდნეობის მეორე ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია, თსუ, 2014