ინტერვიუ ასისტენტ-პროფესორ მიხეილ ბარნოვთან

ჩაიწერა მარიამ ხატიაშვილმა*
16 აპრილი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი და ასისტენტ-პროფესორი მიხეილ ბარნოვი სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად ინტერვიუში საუბრობს საკუთარი სამეცნიერო ინტერესებისა და სტატიის მისეულ სამუშაო პროცესზე; იხსენებს პირველ სამეცნიერო ხელმძღვანელთან მუშაობის პროცესს და გვიზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი მოგზაურობის შესახებ შთაბეჭდილებებს.
მხ: მოგვიყევით თქვენი სამეცნიერო ინტერესების შესახებ
მბ: ბავშვობიდანვე შემიყვარდა ამერიკის ინდიელთა კულტურა, ისტორია, განსაკუთრებით შეერთებული შტატების დასავლეთის ტომები და, მათ შორის, ყველაზე მეტად აპაჩები. აქედან გამომდინარე, ჩემი უმთავრესი სამეცნიერო ინტერესი უკავშირდება აპაჩების ტომს და, ზოგადად, აშშ-ის ინდიელებს. 2003-2005 წლებში კოლეჯში სწვალისას ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგი და მონაწილეობა მივიღე სტუდენტურ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში, სადაც ჩემი მოხსნება შეეხებოდა ამერიკის ინდიელებს. 2005 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გადავწყვიტე, რომ სამეცნიერო საქმიანობა ინდიელებს მივუძღვნა. ამჟამად ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე, რომელიც შეეხება ჩირიკაუა აპაჩებსა და მათ ლიდერ ჯერონიმოს. პარალელურად, ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ამერიკის სამოქალაქო ომი და კონფედერაციის გენერლის რობერტ ედვარდ ლის პიროვნება.
მხ: იქნებ გაიხსენოთ, თქვენი პირველი სამეცნიერო სტატია, რა თემაზე დაწერეთ?
მბ: ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია დავწერე ბაკალავრიატის მესამე კურსზე და ის შეეხებოდა აპაჩების ლიდერ ჯერონიმოს. პუბლიკაცია დაიბეჭდა სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში ,,პირველი სიტყვა", რომელიც იმ დროს ახალი ჟურნალი იყო.
მხ:ვინ იყო თქვენი პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელი? როგორ იხსენებთ მასთან მუშაობის პროცესს?
მბ: ჩემი პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ისტორიის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი. მისი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა მსოფლიო ისტორიის სტუდენთა წრე, რომელშიც გავწევრიანდი. მუშაობის პროცესი ძალიან სიანტერესო იყო. იმ ეტაპზე ვწერდი თემებს, ძირითადად უკანასკნელი ფრონტირისა და აშშ-ინდიელთა ომების შესახებ. ბატონი თემური მაძლევდა სასარგებლო რჩევებსა და მითითებებს ნაშრომის სრულყოფისათვის. მისი ხელმძღვანელობით მონაწილეობა მივიღე რამდენიმე სტუდენტურ საუნივერსიტეტო კონფერენციაში. იმ ეტაპზე ჩემი ინტერესი ინდიელებისადმი კიდევ უფრო გაღრმავდა. აუცილებლად მინდა ასევე აღვნიშნო ჩემი სამაგისტორო ნაშრომის ხელმძღვანელი ქ-ნი ია ხუბაშვილი, რომელიც ძალიან დამეხმარა თემაზე მუშაობისას.
მხ:რა არის თქვენთვის უმთავრესი სამეცნიერო სტატიაზე მუშაობისას? როგორია სტატიის საბოლოო სახემდე თქვენეული სამუშაო პროცესი?
მბ: მთავარია, სტატია ეყრდნობოდეს მაქსიმალურად ბევრ და უმთავრესი მნიშვნელობის პირველწყაროებს. სტატიაზე მუშაობისას მთავარია დასკვნაში დავაფიქსირო ჩემი, როგორც დამწყები მკვლევარის, მიმართება საკითხისადმი. მთავარია სიახლის თქმაც, რა თქმა უნდა, სასურველია, სტატია მოიცავდეს გარკვეულ სიახლეს - ქართული სამეცნიერო სივრცის მაშტაბით. კიდევ უფრო კარგია, თუ სტატიაში არსებული დასკვნა მთლიანობაში ამ სფეროსთვის სიახლის მომცველია. ასეთი სტატიის მომზადება საკმაოდ რთული და შრომატევადია.
მხ: თქვენ ამჟამად მუშაობთ სადოქტორო დისერტაციაზე, როგორ აირჩიეთ თემა და როგორ შეესაბამება ეს თქვენსავე ინტერესებს?
მბ: ჩემი თემა პირდაპირ შეესაბამება ჩემს ინტერესებს. დისერტაციას ვწერ აპაჩებზე და მათ ცნობილ ლიდერ - ჯერონიმოზე.
მხ: მოგვიყევით ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი პირველი მოგზაურობის შესახებ, რამდენად დაგეხმარათ ამერიკაში საველე მუშაობისას მოძიებული ინფორმაცია სამეცნიერო დისერტაციაზე მუშაობისას?
მბ: 2015 წელს აშშ-ში, კერძოდ ნიუ მექსიკოს შტატში, ჩემი პირველი მოგზაურობა ძალიან ნაყოფიერი იყო. დაახლოებით 20 დღე ვიცხოვრე მესკალერო აპაჩების რეზერვაციაში, სადაც ინტერვიუების სახით მოვიძიე ძალიან სიანტერესო მასლა ჯერონიმოსა და აპაჩების ისტორიის სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ფასდაუდებელი ემპირიული მასლა, რომელიც არსებითია დისერტაციისთვის. ზოგადად, დისერტაცია აუცილებლად უნდა იყოს საერთაშორისო დონის სიახლის შემცველი, ამისთვის კი აუცილებელია სწორედ ემპრიული მასალა. რეალურად, რომ არა ეს ვიზიტი, ჩემი თემა სიახლისშემცველი ვერ გამოვიდოდა. გარდა ამისა, რთულია, წერდე ინდიელებზე, მათ წარსულზე მათივე პერსპექტივიდან და არ გქონდეს მათთან ცოცხალი კონტაქტი. პირად შთაბეჭდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის ძალიან გეხმარება კვლევისას.
მხ: ხელახლა რომ დაიწყოთ სადოქტორო ნაშრომის წერა, რომელ თემას აირჩევდით? რატომ?
მბ: თუ მექნებოდა შანსი, ხელახლა დამეწყო ნაშრომის წერა, აუცილებლად ისევ აპაჩებზე დავწერდი, რადგან ძალიან მაინტერსებს ჯერონიმოს პიროვნება. თუმცა, სიამოვნებით დავწერდი დისერტაციას რობერტ ლისა და სამოქალაქო ომის შესახებ, კერძოდ, კონფედერაციის დამარცხების მიზეზებზე.
მხ: გვესაუბრეთ კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაზე, რომელი კონფერენცია იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და რატომ?
მბ: კონფერენციებში ბაკალავრიატის მესამე კურსიდან დავიწყე მონაწილეობის მიღება. თითოეული კონფერენცია საგრძნობლად ზრდიდა ჩემს გამოცდილებას. მეცნიერული ზრდისთვის კონფერენციებში მონაწილეობა არსებითი მნიშვნელობისაა. გამოვყოფდი 2012 წლის ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამეირკისმცოდნეობის ისნტიტუტის მიერ მოწყობილ ამერიკისმცოდნეობის მე-13 კონფერენციას, ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება წარვადგინე ინდიელთა შესახებ, კერძოდ ინდიელთა დამოკიდებულება ბაფალო ბილის შოუსადმი.
მხ: თქვენ ბევრ კონფერენციაზე სექციის ხელმძღვანელი ხართ, ძირითადად, რომელ სექციებს ხელმძღვანელობთ და როგორ შეაფასებთ კონფერენციაზე სექციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას?
მბ: ჩემი პროფილიდან გამომდინარე, ძირითადად ვხელმძღვანელობ ისტორიის მიმართულების სექციებს. სექციის ხელმძღვანელს ძირითადად საორგანიზაციო ფუნქციები აქვს და, ამ კუთხით, იგი სკავანძო ფიგურაა - მომხსენებლების სახელისა და გვარების, თემების სათაურის გამოცხადება, რეგლამენტის დაცვისა და მოხსენების წარმოდგენასთან დაკავშირებული პროცესის მიმდინარეობის უზრუნველყოფა. სექციის ხელმძღვანელმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს სექციაში დისკუსიების მიმდინარეობას.
მხ: რა უპირატესობა აქვს კონფერენციაში მონაწილეობას?
მბ: კონფერენციაში მონაწილეობისას საშუალება გეძლევა შეხვდე კოლეგებს, გაეცნო მათს კვლევებს, სიახლეებს, მივლინებებისა და პროექტების შედეგებს. კონფერენცია კონკრეტულ სფეროში, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მკვლევარისთვის, პროფესიონალიზმის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კონფერენციის მთავარი ხიბლი კი არის სამეცნიერო დისკუსია.
მხ: რას ურჩევთ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა?
მბ: ვურჩევდი, ჩაებან სამეცნიერო წრის მუშაობაში, შეარჩიონ მათთვის საინტერესო თემა, გადადგან პირველი ნაბიჯი და მონაწილეობა მიიღონ სტუდენტურ კონფერენციაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მათთვის. კონფერენციაში პირველად მონაწილეობით, როგორც წესი, გამოიკვეთება ხოლმე საკუთარ თავზე მუშაობის აუცილებლობა და მოტივაციაც არსებული შედეგის გასაუმჯობესებლად. ამ კუთხით ასევე სასარგებლოა საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობა -დასწრებაც; გარდა იმისა, რომ ბევრი საინტერესო მოხსენება იკითხება, სტუდენტს საშუალება აქვს დააკვირდეს უკვე ჩამოყალიბებული და გამოცდილი მეცნიერების გამოსვლებსა და დისკუსისას.
მხ: რომელმა აკადემიურმა პროგრამამ შეცვალა თქვენი სამეცნიერო-აკადემიური მოღვაწეობა ყველაზე დადებითად?
მბ: თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამამ (ქვემიმართულება ახალი და უახლესი ისტორია), რადგან საბოლოოდ ჩამოვყალიბდი თუ რომელ საკითხს გამოვიკვლევდი, შეძლებისდაგვარად, სიღრმისეულად. ამავე სადოქტორო პროგრამაზე სწვალის პერიოდში მოვიპოვე რუსთაველის გრანტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩემი გამგზავრება აპაჩებთან.
მხ: თქვენი სამეცნიერო სტატიები ბევრ კრებულში იბეჭდება, არის თუ არა რომელიმე საერთაშორისო-სამეცნიერო კრებული, რომელშიც ყველაზე მეტად გსურთ თქვენი სტატიის გამოქვეყნება?
მბ: დიახ, ახლა მაქვს მიმოწერა არიზონას, ნევადისა და ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტების საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების წარმომადგენლებთან; დიდი სურვილი მაქვს, ჩემი პუბლიკაცია გამოქვეყნდეს რომელიმე ამერიკულ კრებულში. ამ ეტაპზე ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ვფიქრობ, რომ ამგვარი პუბლიკაცია იქნება დიდი სტიმული და სასიხარულო ფაქტი. იმედია, შევძლებ მიზნის მიღწევას.
მხ: როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა ასისტენტ-პროფესორად?
მბ: ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტში ასისტენტ პროფესორად მუშაობა 2012 წლის სექტემბრიდან დავიწყე. მაშინ 25 წლის ვიყავი. ვფიქრობ, ძალიან ახლგაზრდა ამ საპასუხისმგებლო და რთული პროფესიისთვის. თუმცა, ჩემს გვერდით იდგნენ, ყოველმხირვ მეხმარებოდნენ, მასწავლიდნენ ჩემი მასწავლებლები, ამერიკისმცოდნეობის პროფესორები: ბატონი ვასილ კაჭარავა და ქალბატონი ელენე მეძმარიაშვილი, ასევე ქალბატონი ანასტასია ზაქარიაძე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სწორედ მათი დახმარებითა და ხელმძღვანელობით ვდგამ პირველ ნაბიჯებს საუნივერსიტეტო პედაგოგიკაში. მხოლოდ 2 წელია რაც ამ თანამდებობაზე ვარ და, ვთვლი, რომ მაქვს ცოტა გამოცდილება და ძალიან ბევრი რამ სასწავლი. პროფესიონალური უნარ-ჩვევების შესაძენად დიდი დროა საჭირო.
მხ: რომელია ის ისტორიული რომანი, რომლის კითხვაც ყველაზე მეტად გიყვართ?
მბ: ისტორიული რომანები მაინცდამაინც არ მიტაცებს, თუმცა, გამვოყოფდი მარგარეტ მიტჩელის ,,ქარწაღებულებს“. რომანში საინტერესოდაა ასახული სამხრეთ შტატების, ე.წ.ძველი სამხრეთის, წრამავალი არისტოკრატიული კულტურა. უფრო მეტად სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოებები მიზიდავს. მათ შორის გამოვყოფდი ამერიკისმცოდნე კინჟალოვისა და ლიტერატორ ბელოვის ,,ტენოჩტიტლანის დაცემას“ (აკადემიკოს სტურვეს რედაქციით), პრაქტიკულად, ეს არის მხატვრული ნაწარმოებივით დაწერილი წიგნი, რომელიც ზუსტად მიყვება ისტორიულ ქარგას.
მხ: რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამერიკული ციტატა, გამონათქვამი?
მბ: 1920-იანი წლების ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ვოდევილების შემსრულებელი, იუმორისტი საუბარში იხსენებდა, რომ მისი ერთ-ერთი წინაპარი დედის მხრიდან ინდიელი იყო: ,,მართალია, ჩემი წინაპრები ,,მეიფლაუერით“ არ ჩამოსულან ამერიკაში, მაგრამ ისინი დახვდნენ ამ გემს.“
მხ: ამერიკული ისტორიის შესახებ რომელი ისტორიული ფილმის ნახვას ურჩევთ სტუდენტებს და რატომ?
მბ: ვისარგებლებ შემთხვვით და რამდენიმე ფილმს ვურჩევდი სტუდენტებს. უპირველეს ყოვლისა, რეჟისორ არტურ პენის ,,პატარა დიდი ადამიანი“ (1970), დასტინ ჰოფმანის მონაწილეობით. ეს ფილმი არის ,,ველური დასავლეთის“ ეპიკური ისტორია, ინდიელების კულტურის აღწერის კუთხით ეს იყო სრულიად ახალი სტილის ვესტერნი. ეს არის, ალბათ, დასტინ ჰოფმანის ერთ-ერთი საუკეთესო ადრეული როლი. ასევე ვურჩევდი 1990 წელს გადაღებულ ,,მგლებთან მოცეკვავეს“, ქევინ კოსტნერის მონაწილოებით, აქ კარგადაა ნაჩვენები ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი - ფრონტირის დასასრული. ასევე, საინტერესოდაა წარმოჩენილი დიდი დაბლობების ინდიელთა, კერძოდ, სიუს ტომის კულტურა, მათი ტრადიციები. ფილმში მძაფრადაა ნაჩვენები ორი განსხვავებული კულტურის გარდაუვალი კონფლიქტი, რომლის სამწუხარო შედეგიც იყო ინდიელთა მიერ წინაპართა ტერიტორიების დაკარგვა და ტრადიცული კულტურის ჩამოშლა. აუცილებლად ვურჩევდი სერჟიო ლეონეს ტრილოგიას ,,დოლარის შესახებ“ ცნობილი ამერიკელი მსახიობის კლინტ ისტვუდის მონაწილეობით, სამივე ნაწილს: ,,ერთი მუჭა დოლარისთვის“, ,,რამდენიმე დოლარით მეტი“, ,,კარგი, ცუდი, ბოროტი“. მართალია, ეს ფილმები იტალიურია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი, განსაკუთრებით კი ,,კარგი, ცუდი, ბოროტი“ ამერიკული ვესტერნის საუკეთესო ეკრანიზაციაა. ლეონეს ფილმებში ამერიკული ვესტერნის სული იდეალურადაა წარმოჩენილი. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვურჩევდი საკულტო ფილმს, ჯონ სტერჯესის ,,შესანიშნავ შვიდეულს“ (1960). პირადად, ჩემთვის, ამერიკა ამ ფილმის გარეშე წარმოუდგენელია. ეს იყო ჩემს მიერ ბავშვობაში ამერიკაზე ნანახი პირველი მხატვრული ფილმი.
მხ: რომელი სამ ისტორიული პიროვნებაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამერიკის ისტორიიდან და რატომ?
მბ: უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ჯერონიმო, ჩირიკაუა აპაჩების შამანი და მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ლიდერი. მისი პიროვნების შესახებ თავად ინდიელთა შორისაც არ წყდება მსჯელობა და სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მისი პიროვნება ბოლომდე აღმოჩენილი არაა. მეორე პიროვნება უდავოდ არის რობერტ ედვარდ ლი, ხოლო მესამე - ამერიკელი მართლმადიდებელი მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი. იგი მეოცე საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი მოაზროვნეა არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო მაშტაბით. მან დააფუძნა მონასტერი კალიფორნიის მთებში და არაერთი საინტერესო და სიღრმისეული სამეცნიერო - საღვთისმეტყველო გამოკვლევა დაწერა.
მხ: რომელ ისტორიულ ეპოქას გამოარჩევთ ამერიკის ისტორიიდან?
მბ: ამერიკის ისტორიიდან გამოვარჩევდი მეცხრამეტე სუკუნის მეორე ნახევარს, კერძოდ, ორ პერიოდს: 1861-1865 წლები - სამოქალაქო ომის ეპოქა და 1865-1886 წლები - უკანასკნელი ფრონტირისა და ინდიელთა ომების ეპოქას.
*ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე