ინტერვიუ პროფესორ ვასილ კაჭარავასთან
ინტერვიუ პროფესორ ვასილ კაჭარავასთან
ჩაიწერა მარიამ ხატიაშვილმა*
5 მარტი, 2015
2015 წლის 5 მარტს მაგისტრატურის პროგრამით გათვალისწინებული ლექციის „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ჯორჯ ვაშინგტონიდან ბარაკ ობამამდე“ დაწყებამდე, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ გამონახა დრო საუბრისათვის. პროფესორი კაჭარავა არის სრული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი. თითქმის ერთსაათიანი ინტერვიუს განმავლობაში, პროფესორი კაჭარავა საუბრობს სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში საკუთარი მრავალწლიანი მოღვაწეობის შესახებ; იხსენებს იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მის საგანანათლებლო კარიერაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან აფასებს სადისერტაციო თემას და აღწერს, თუ რას ნიშნავს მისთვის ჰქონდეს წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა. მადლობა პროფესორ კაჭარავას, რადგან გამონახა დრო საინტერესო საუბრისათვის.
მხ: გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი საგანმანათლებლო და აკადემიური გამოცდილების შესახებ.
ვკ: სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დავამთავრე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლა. თბილისში ამ სკოლას ყოველთვის დიდი რეპუტაცია ჰქონდა, თითქმის ისეთი, როგორც პირველ გიმნაზიას. მოგეხსენებათ, სკოლა ძალიან ბევრს ნიშნავს ბავშვის ცხოვრებაში, მთელი ცხოვრება გაჰყვება მას სკოლის მეგობრები და სკოლის ტრადიცია. ამ მხრივ, მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ბედის, რომ ვსწავლობდი ასეთ კარგ სკოლაში და მყავდა ეროვნული მასშტაბით ცნობილი პედაგოგები: ნიკო ჯაფარიძე, თინა კაჭარავა ... სხვათაშორის, ქალბატონი თინა, რომელიც ჩემი მოგვარე იყო, ძალიან გულგატეხილი იყო, რომ ჩემგან კარგი ქიმიკოსი არ გამოვიდა, ჩემზე ერთი წლით უფროსი ზურა ჭავჭავაძისა და მრავალი სხვისაგან განსხვავებით. ასევე მასწავლიდა ქართული ენის არაჩვეულებრივი სპეციალისტი გრიგოლ კუტუბიძე. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი სკოლა იყო და ძალიან კარგი მეგობრები მაჩუქა ამ სკოლამ. შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთი წელი ვსწავლობდი დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, ინგლისური ენის მიმართულებაზე. მაგრამ, ჩემი მხრივ, ეს ნამდვილად დიდი შეცდომა იყო. ენისადმი არც მიდრეკილება და არც სიყვარული მქონდა. თუ არ გაქვს ენათმეცნიერებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, სჯობია ენა არ შეისწავლო; უცხოური ენა უფრო ინსტრუმენტია ჩვენს ხელში, რომელიც სხვა ერებისა და სხვა კულტურების შესწავლას გვიადვილებს. მითუმეტეს, ისეთ სფეროში, როგორიც ჩვენი ამერიკისმცოდნეობაა. ამიტომ, გადავედი ისტორიის ფაკულტეტზე რომელიც მიზიდავდა და რომელიც მიყვარდა. ამ ფაკულტეტზე მოხვედრა ძალიან რთული იყო, ჩავაბარე 13 გამოცდა განსხვავებულ საგნებში და საბოლოოდ წითელი დიპლომით დავამთავრე. ძალიან კარგი პროფესორები გვყვავდა, მარიკა ლორთქიფანიძე, კოტე ანთაZე, გივი კიღურაძე, გერმან სიმონიძე, რეზო ლასკარი ... მოგვიანებით გავაგრძელე მუშაობა ევროპისა და ამერიკის ახალი და უხლესი ისტორიის კათედრაზე. ეს კათედრა შემდეგ გაიყო ორ ნაწილად. ბედმა აქაც გამიღიმა, არაჩვეულებრივ პედაგოგებთან მქონდა საქმე, კარგი მეგობრები შევიძინე. ესეც ძლიან მნიშვნელოვანია, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენს ცხოვრებში ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი მეგობრები. ამ მხრივ ღმერთმა ძალიან დიდი პატივი დამდო. ყველგან, სადაც ვიყავი, ძალიან კარგი ხალხი შემხვდა.
რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის ისტორიის დარგი არ იყო კარგად განვითარებული, ასპირანტურაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. აქაც, კიდევ ერთხელ კარგი ბედი მხვდა წილად. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერრისტეტი მაშინდელ საბჭოთა კავშირში ნომერ პირველი უნივერსიტეტი იყო და, მართლაც, ყველაფერი საუკეთესო და ყველაზე ძლიერი პროფესურა იქ, იმ უნივერსიტეტში იყო შეკრებილი. ისტორია საბჭოთა კავშირში იდეოლოგიური დარგი იყო და, შესაბამისად, მკაცრ ცენზურასაც ექვემდებარებოდა. მაგრამ, სადღაც ხომ მაინც უნდა ესწავლათ ისტორია და ამერიკის ისტორია არაპროპაგანდისტულად, ობიექტურად, რეალურად? ეს ხდებოდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჩამოდიოდნენ ამერიკელი მკვლევარები, პროფესორები და კითხულობდნენ ლექციებს ფულბრაიტის პროგრამით, რაც იმ დროს ძალიან დიდი იშვიათობა იყო და სხვაგან არც კი ხდებოდა. მყავდა არაჩვეულებრივი სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ვასილის ძე სივაჩოვი. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის სამეცნიერო კავშირების განვითარებასა და ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამების ჩამოყალიბებაში. ამავდროულად, იგი ძალიან მკაცრი იყო, ზოგჯერ ვალიდოლითაც კი მივდიოდი მასთან შესახვედრად. ხანდახან გამკიცხავდა კიდეც. არ დამავიწდება, ერთხელ, როდესაც ჩემი განათლების დონე ნახა, მითხრა: „ამხანაგო კაჭარავა, თქვენ მოგიწევთ ბიბლიოთეკაში 8-10 საათი ჯდომა“. გამეცინა. საქართველოში გაზრდილმა კაცმა ზრდილობიანად გავუღიმე, გავუცინე. ვიფიქრე, სისულელეებს მეუბნებოდა, 8-10 საათი რა მინდა ბიბლიოთეკაში. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მოხდა, რომ მართლაც 8-10 საათი მიწევდა იქ ყოფნა, რადგან შემევსო ის განსხვავება, რაც ამ მიმართულებაში ჩემსა და მოსკოვის უნივერსიტეტს შორის არსებობდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მოსკოველი ასპირანტებიც ამდენსვე მუშაობდნენ. პროფესორი სივაჩოვი მოსკოვშიაც კი გამორჩეული იყო თავისი მომთხოვნელობითა და სიმკაცრით. საბჭოთა კავშირი კი იყო ერთი სახელმწიფო, მაგრამ, ჩემს თავში მე რუსეთi უცხოეთად მიმაჩნდა. შესაბამისად, თავმოყვარეობის საკითხი იყო, რადგან უცხოეთში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი, დროზე და ხარისხიანად უნდა დამეცვა დისერტაცია. გარდა ამისა, ძალიან მინდოდა სამშობლოში დაბრუნება, მენატრებოდა თბილისი. ამis წყალობით, მე დროზე და საკმაოდ კარგად დავიცავი დისერტაცია. ეს იყო 1980 წლის მაისში, 3 თვეში 26 წლის ვხდებოდი. ძალიან ხშირად ასპირანტები ვერ ეტევიან ვადებში და მე ძალიან მიხაროდა. რომ 25 წლისამ დავიცავი დისერტაცია. დისერტაციის დაცვაზე ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ თბილისიდან, იყო დიდი ზარ-ზეიმი, მიხაროდა ამ დისერტაციის დაცვა და ის, რომ სამშობლოში ვბრუნდებოდი.
ამასობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი კათედრა გაიყო ორ ნაწილად. თუმცა მე ევროპისა და ამერიკის პროფილით ვიყავი, ამ მიმართულებით კათედრაზე არ იყო ადგილი; ამიტომ, დავიწყე მუშაობა აზიისა და აფრიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე, რაც ფაქტურად გამოწვევა იყო. 3 წელი ამერიკის ისტორიის თემაზე ასპირანტურაში ვმუშაობდი მოსკოვში და თბილისში ჩამოსვლისას დავიწყე თავიდან მომზადება. ერთია, როცა სწავლობ როგორც სტუდენტი და, მეორეა, როცა ლექცია-სემინარებს ატარებ როგორც ასისტენტი. ამან ძალიან დიდი დრო, დიდი ენერგია წაიღო. უპირველეს ყოვლისა, აზიისა და აფრიკის რეგიონი არც ისე არ ვიცოდი და არც ისე არ მიყვარდა, როგორც ამერიკა და ევროპა. თუმცა, ძალიან მადლობელი ვარ ამ პატარა ბედის უკუღმართობის, ვინაიდან, მართლაც, როცა ჩავუღრმავდი საკითხს, ძალიან bევრი საინტერესო რამ გავიგე და შევავსე ჩემი ცოდნა მსოფლიო ისტორიის ასპექტში. მოგეხსენებათ, აზია უდიდესი ცივილიზაციების კონტინენტია, ამიტომ, ჩემი ამერიკა და ევროპაცენტრიზმი ძალიან კარგად გაანეიტრალა აზიის ისტორიის უფრო ღრმად შესწავლამ. ძალიან მადლობელი ვარ ამ შემთხვევის. შემდეგ თანდათანობით გადავედი ევროპისა და ამერიკის კათედრაზე. კათედრის გამგე გივი კიღურაZე გარდაიცვალა, ახალი გამგე იყო კოტე ანთაზე, დიდებული სპეციალისტი, დიდებული პედაგოგი, ადამიანი, ვინც სითბოს, მხარდაჭერას არ გვაკლებდა. უნდა აღვნიშნო, რომ თუ მე ახლა ვცდილობ ჩემს სტუდენტებს გამოვადგე, ეს რაღაც აბსტრაქტული ცოდნიდან კი არ მოდის, არამედ იქიდან, რომ ცოცხალი მაგალითები მყავდა ამ ადამიანების სახით. ისინი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ცოცხალი მაგალითებით მასწავლიდნენ პროფესორს, სტუდენტსა და მომავალ კოლეგას შორის ურთიერთობას, თუ როგორ უნდა დაუდგე გვერდში ფორმალურად, თუ არაფორმალურად. ამ მხრივ ჩემმა პროფესორებმა იმდენი სითბო, განათლება და სიკეთე მაჩუქეს, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ რამე კარგია ჩემში ეს მათი წყალობით და თუ რამე ცუდია ალბათ ეგ უკვე ჩემი პირადი პრობლემებია. როგორც თბილისის, ასევე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი პროფესორების დიდი მადლობელი ვარ. მათთან უშუალო შეხვედრა, ლექციებს შორის შესვენებებზე მათთან საუბარიc კი ბევრ ლექციასაც კი უდრიდა.
1987 წლისათვის გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სტენფორდის უნივერსიტეტში, რაც ჩემი სანუკვარი ოცნება იყო. ჯერ ერთი, ეს ჩემი პროფესია იყო და, მეორეც, ძალიან მაინტერესებდა ეს ქვეყანა. თუ ამერიკის ისტორიაზე მუშაობ, ამ ქვეყანაში უნდა იყო ნამყოფი.
მხ: რა იყო თქვენი სადისერტაციო თემა?
ვკ: ეს ძალიან საინტერესო თემა იყო. სადისერტაციო თემა საბჭოთა პერიოდში, 1980 წელს დავწერე. იმ დროს ამერიკის შესწავლა იდეოლოგიური თვალთახედვითა და კუთხით ცალმხრივად ხდებოდა. გაგეცინებათ და რომ წაგეკითხათ მაშინდელი სახლმძღვანელოები. 100 გვერდიდან 80 გვერდი ეწერა ამერიკის ძალიან პატარა და სრულიად არაპოპულარულ კომპარტიაზე, დანარჩენი 20 გვერდი კი იმ სხვადასხვა მოვლენას ეხებოდა, რომელსაც მარქსიზმის პრიზმაში განიხილავდნენ. მაგალითად, ამერიკელი პრეზიდენტებიდან საბჭოთა საზოგადოება ფრანკლინ რუზველტს იცნობდა, რადგან, ამერიკა მეორე მსოფლიო ომში იყო მოკავშირე, ხოლო დემოკრატიული პარტია კომუნისტებს უფრო ლიბერალურად, შედარებით მემარცხენე პარტიად მიაჩნდათ. მაგრამ, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კერძო კაპიტალიზმთან მიმართებაში დიდი განსხვავება არ არის. ის სფერო, რასაც რესპუბლიკური პარტია და ამერიკული კონსერვატიზმი ჰქვია მაშინდელ საბჭოთა კავშირში ძალიან გაკვრით, თითქმის სულ არც იყო შესწავლილი. პრინციპში, არც იყო ამ თემაზე ნაშრომები. არადა, რესპუბლიკური პარტია მოსახლეობის ნახევარია, კონსერვატიზმი კი საზოგადოების განწყობის ხან ნახევარს, ხან 40 და ხან 60 პროცენტს გამოხატავს. ამერიკის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰუვერმა დაწერა პატარა ბროშურა „ამერიკული ინდივიდუალიზმი“, რომელშიც ამერიკულ კონსერვატიზმს შიფრავდა და აღწერდა 1920 წლის ამერიკულ რეალობებში. ავირჩიე თემა „ჰერბერტ ჰუვერის ადმინისტრაცია“. ის ამერიკის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, 1929-33 წლებში იყო პრეზიდენტი. ჰუვერი თავის მხრივ იყო წარმატების, ქველმოქმედების, 1920-იანი წლების აყვავების სიმბოლო. როდესაც დიდი დეპრესია დაიწყო, უცებ მოხდა აყვავებიდან ქვეყნის ეკონომიკური დემორალიზცია, არაეფექტური აღმოჩნდა იმ პერიოდში ამერიკული კონსერვატიზმი. მომიწია ამ პროცესების, მოვლენების დეტალური შესწავლა. ჩემი ხელმძღვანელის სიმკაცრემ და მისმა გვერდში დგომამ ძალიან დიდი დახმარება გამიწია. მთელი რიგი მიზეზები მქონდა, რომ დისერტაცია ღირსეულად და დროზე დამეცვა. არც Cemi სამეცნიერო ხელმძღვანელი არ მაპატიებდა და არც მე ვაპატიებდი ჩემს თავს. არც ჩემი თავი უნდა შემერცხვინა და არც ის ქვეყანა, რომელსაც წარმოვადგენდი. ამ ენთუზიაზმით კარგი დისერტაცა გამოვიდა. არ დამავიწყდება დისერტაციაზე მუშაობის ბოლო თვეები: ცალ ხელში სიგარეტი მეჭირა და მეორეში ვალიდოლი, ვინაიდან ასეთი დაძაბულობისაგან გულიც მაწუხებდა, ღამეებს ვათენებდი. საერთოდ ესეა, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, საქმეს სული და გული უნდა ჩააქსოვო, ჰარიჰარალოზე დიდი წარმატება არ მოდის. ჩემი, რიგითი ადამიანის მასშტაბდან გამომდინარე, დისერტაციის დაცვა საბჭოთა კავშირის საუკეთესო უნივერსიტეტში უდიდესი წარმატება იყო. მოსკოვის უნივერსიტეტი ძალიან იშვიათი ადგილი იყო, სადაც მრავალი უცხოელი სტუდენტი იყო. იმ დროს რკინის ფარდა მართლაც არსებობდა, ხოლო ამ ხალხთან შეხვედრა, მათი კულტურის გაცნობა უდიდესი სიამოვნება და გამოცდილება იყო.
მხ: რა ცვლილებებს შეიტანდით სადისერტაციო თემაზე, თავიდან რომ დაიწყოთ მასზე მუშაობა?
ვკ: რასაკვირველია, რომ გითხრათ, არ შევიტან ცვლილებებს მეთქი, მაშინ ეს 35 წელი წყალში გადაყრილი იქნება. უფრო მეტ დამატებით წყაროს გამოვიყენებდი, უფრო თავისუფალი ვიქნებოდი ჩემს მსჯელობაში, რადგან საბჭოთა კავშირის დროს იდეოლოგიურ ჩარჩოში ვიყავით მოქცეულები. წავიდოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ ვიმუშავებდი არქივებში. მინდა გითხრათ, რომ იმდენი ვიმუშავე ჩემს სადისერტაციო თემაზე, იმდენად ხარისხიანად მთხოვდა ჩემი ხელმძღვანელი, რომ ძალიან ბევრიც მოვახერხე და ძალიან ბევრსაც არ შევცვლიდი თემაში.
მხ: ვინ არის ის სამი ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენს საგანმანათლებლო კარიერაზე?
ვკ: ალექსანდრე დიუმა, შემაყვარა ისტორია; ევგენი ტარლე, რომელმაც შემაყვარა ნაპოლეონი და ისტორია; მესამე ადამიანს კრებითი სახელით გავაერთიანებ, ესენი არიან ჩემი პროფესორ მასწავლებლები, ბავშვობაში „სამმა მუშკეტერმა“ შემაყვარა ისტორია, მე-5 კლასში წავიკითხე ევგენი ტარლე. ჩემს საგანმანათლებლო კარიერაზე ჩემი ოჯახის პროფესორმა ნათესავ-მეგობრებმაც მოახდინეს დიდი გავლენა. მათმა საუბრებმა განაპირობა ჩემი ინტერესი ჰუმანიტარული მეცნიერებისადმი.
მხ: როგორ ხედავდით ქართული ამერიკისმცოდნეობის განვითარებას 10 წლის წინ და, როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება განვითარებული ეს დარგი10 წლის შემდეგ?
ვკ: წარმომედგინა ძალიან დიდ შრომად, წვალებად. საერთოდ, ყველაფრის დაწყება საინტერესოცაა და ძნელიც, რადგან ბევრი წინააღმდეგობა გხვდება. ამერიკისმცოდნეობის ლაბორატორია რომ შევქმენით საბჭოტა კავშირის პერიოდი იყო, მაგრამ ძალიან დიდი წინააღმდეგობა მაინც არ შეგვქმნია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფრო მეტი ხელშეწყობა იყო. ამერიკა ჩვენი მხარდამჭრი იყო, და ამ ქვეყნის შესწავლა სახელმწიფოებრივი საქმე გახდა. თუმცა, მომიწია გარკვეული პერიოდი დიპლომატიურ სფეროში წასვლა, ვიყავი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გასაკეთებელი ძალიან ბევრი იყო, მოსაგვარებელი იყო დაწყებული წმინდა ტექნიკური საკითხებით - მაგიდა, კომპიუტერი, ადგილი, თუ სად გვემუშავა - დამთავრებული ამ დარგის შესახებ ცოდნით. ამ მხრივ, მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგების ელენე მეძმარიაშვილისა და ცირა ჩიკვაიძის ენთუზიაზმი. ჩვენ სამნი ვიყავით ფაქტობრივად ვინც ეს საქმე აქ დავიწყეთ. ძალიან კეთილგანწყობილი იყო რექტორი როინ მეტრეველი, ჩვენი დეკანი მერაბ ვაშაძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. შეხვედრებით, გამოცდილებით, ცოდნით ძალიან დიდი როლი ითამაშა ამერიკის საელჩომ საქართველოში. საერთაშორისო კონფერენციების მოწყობა ჩემი ინციატივა იყო. გაგიკვირდებათ და პირველ კონფერენციაზე 10-15 კაცი მონაწილეობდა და ახლა 150 -200 მონაწილეობს. გაიზარდა ხარისხიც. გაკეთდა უამრავი პროექტი, რაოდენობასთან ერთად ხარისხმაც იმატა. ძალიან ხშირად ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, ძალიან კარგი თანამშრომლება გვქონდა საელჩოსთან, ამერიკის ელჩთან; მათ კარგად ესმოდათ ამერიკისმცოდნეობის მნიშვნელობა, ის, რომ ეს არის ხიდი რომელიც ქართველ და ამერიკელ საზოგადოებას შორის უნდა გაიბას, ამიტომ ხელშეწყობა დიდი გვქონდა. 2006 წელი შავი წერტილი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტი დაგვატოვებინა, დახურეს ჩვენი ინსტიტუტი. 150-მა ამერიკელმა მეცნიერმა სოლიდარობის წერილიც კი გამოაგზავნეს. მიკვირს, ინფარქტმა როგორ არ დამარტყა. მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტში ძალიან ცუდად მოგვექცნენ. უნივერსიტეტის წმენდა აუცილებელი იყო, მაგრამ არა მისი დანგრევა. საბედნიეროდ, ცენტრი აღდგა, ბიბლიოთეკაც ამუშავდა. ძალიან დიდი განსხვავებაა იმ დროსა და ამჟამინდელს შორის, ახლა ბევრი სპეციალისტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი გვყვავს, აღარ გვაქვს კადრების პრობლემა, ძირითადი აქცენტი კადრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა გადატანილი. თუ იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი ინსტიტუტი სტატიების წერით კმაყოფილდებოდა, მერე მონოგრაფიების დაწერის ეტაპზე გადავედით, ახლა კი სახელმძღვანელოსაც ვწერთ. ქართულ ამერიკისმცოდნეობას 10 წლის შემდეგ ვხედავ ძალიან კარგად, რადგან საფუძველი აქვს ძალიან კარგი, დღევანდელობა კარგია და მომავალიც კარგი იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება, ქართულ-ამერიკული სამეცნიერო, პედაგოგიური კონტაქტების გაღრმავება. ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებშიც ხომ მეცნიერებასა და განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ჩვენს ბაკალავრებს თუ არა მაგისტრანტებს მაინც ექნებათ შესაძლებლობა წავიდნენ შტატებში და იქ გაიარონ სტაჟირება. ჩვენ ბევრი ნიჭიერი სტუდენტი გვყვავს, მაგრამ არ არის საშუალება რომ წავიდნენ ამერიკაში, უნივერსიტეტსა და ასოციაციას არ აქვს ამის საშუალება. ამერიკას სწავლობდე და ამერიკაში არ იყო ნამყოფი ცუდია. წყაროების მოძიება დღეს არ არის პრობლემა. როდესაც ქვეყანას სწავლობ, ქვეყანაში უნდა იყო ნამყოფი და უნდა იმუშავო იქ, რომ ეზიარო მის წარმატებებსა თუ წარუმატებლობას. ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ გაიზრდება ქართული ამერიკისმცოდნეობის მასშტაბები, უფრო მეტი ამერიკელი ჩამოვა, გაიზრდება თანამშრომლობა. მინდა, გვქონდეს ქართველი და ამერიკელი ავტორების მიერ ერთად დაწერილი წიგნები ამერიკაზე, შესრულებული საერთო სამეცნიერო კვლევა საერთო თემებზე. ეს არის ჩემი ოცნება, მინდა ვნახო და ბედნიერი ვიქნები.
მხ: თქვენ ძალიან წარმატებული პროფესორი ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს სტატუსი?
ვკ: მადლობა ასეთი კეთილი სიტყვებისათვის. უპირველეს ყოვლისა, ხვდები ყველაზე ნათელ, წესიერ ხალხს, შენი ქვეყნის მომავალს, ვინც ფიზიკური, მორალური გაფურჩქვნის პერიოდშია, არ უნახავთ ცუდი და, გარკვეულწილად, იდეალისტებიც კი არიან; თუმცა, ბევრს პრაგმატიზმიც ახასიათებს. მათთან შეხვედრა ჩემთვის ზეიმია. ზოგჯერ ჯგუფთან შეიძლება არ აეწყოს ურთიერთობა, შეიძლება ჯგუფია სუსტი ან მე რაღაც ვერ გამომდის, მამაჩემი მასწავლიდა, როდესაც რამე პრობლემაა, პირველ რიგში, შენს თავში უნდა ნახო მიზეზიო. ამიტომ, ძალიან მიხარია, როდესაც ნიჭიერ, გულანთებულ სტუდენტს ვხვდები. ბევრზე შეიძლება ამის თქმა. მეც ბევრს ვსწავლობ მათგან, სულ ფორმაში მამყოფებენ, არ გაქვს უფლება და არ შეიძლება, რომ მათთან მოძველებული მეთოდით, ხედვით მიხვდე, მოუმზადებელი იყო და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, რამდენად გამომდის, არ ვიცი. ეს ძალიან კარგი მოტივაციაა ჩემთვის. როგორც იცით, პროფესორის ხელფასი ძალიან მცირეა, არ შეეფერება იმ შრომას რასაც ისინი ეწევიან, ხშირად ამ ფინანსურ ნაკლებობის კომპენსაციას ახდენს თქვენი გულანთებული მზერა, თქვენი სურვილი ისწავლოთ ის რაღაც კარგი, რაც ჩვენში დაგროვდა კარგი, თუკი ასეა. ეს პედაგოგიკაა. ახალგაზრდობასთან დამოკიდებულება ძალიან რთული ფენომენია, ამავდროულად, ძალიან კეთილშობილი და კარგი საქმეა. ჩვენც ძალიან ბევრს ვიღებთ თქვენგან, იმ ენერგიას, მუხტს, სიყვარულს, წესიერებას, პატიოსნებას რაც ამ თაობისაა. ეს ჩვენც გვაიძულებს, რომ სულ ფორმაში და ენერგიულები ვიყოთ. მარტო ჩვენ კი არ გახარჯავთ ენერგიას, არამედ ჩვენც ვიღებთ თქვენგან ენერგიას. სულიერი აღმაფრენის მომენტი ამაში ძალიან დიდია.
მხ: მოგვიყევით თქვენი პუბლიკაციებს შესახებ, რა იყო თქვენი შთაგონების წყარო მონოგრაფიებზე მუშაობისას?
ვკ: შთაგონების წყარო იყო ჩემი დისერტაცია.ქართული საზოგადოება საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გამო კონსერვატიზმს ნაკლებად იცნობდა. უნდა ვთქვა, რომ ჩემს მსოფლმხედველობასთან ეს იდეოლოგიაა ახლოა. მოდი, ასე ვიტყვი, მე რომ ამერიკელი ვყოფილიყავი, ალბათ უფრო რესპუბლიკური პარტიის, კონსერვატიული ფრთის თუ არა, ზომიერი ფრთის წამომადგეელი ვიქნებოდი. თუმცა, დემოკრატიული პარტიაც ძალიან საინტერესო და პროგრესულია. ინტერესი ამან, წარსულმა საქმიანობამ, არსებულმა რეალობებმა და ჩემმა ინტერესემა განაპირობა. ამიტომ მე-20 საუკუნის კონსერვატიული ათწლეულების პროექტი გავაკეთე. ეიზენჰაუერეი და ჰარი ტრუმენტი ამერიკის საპრეზიდენტო ისტორიაში ძალიან დიდი ფიგურები არიან, შევქმენი მათი პირადული პოლიტიკური პორტრეტები. კულტურული თვალთახედვითაც ეს გამორჩეული ეტაპი იყო ამერიკაში, 1920-იანი წლებიდან იწყება პოპკულტურის გავრცელებაც. ამჟამად ვმუშაობ ვმუშაობ და ვწერ წიგნს 1980-იანი წლების ამერიკასა და რონალდ რეიგანზე. თვითონ რეიგანი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი პრეზიდენტია, ქარიზმატიული პიროვნება, რომელმაც სამშობლო მძიმე კრიზისიდან გამოიყვანა და საფუძველი შექმნა საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციისათვის. მას ამერიკის სწამდა, სჯეროდა რომ, ამერიკელი ხალხისათვის შეუძლებელი არაფერია. დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ლიდერი ასე ფიქრობს. ეს დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. მერე ალბათ მამა ბუშის შესახებაც დავწერ წიგნს. სამომავლო პერსპექტივა კი შვილ ბუშზე წიგნის დაწერაა. მე და ქალბატონი ელენე ახლა ვწერთ ორნაწილიან სახელმძღვანელოს. მალე ისტორიული დოკუმენტების კრებულიც დაიბეჭდება.
მხ: რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული სტატია, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე წაიკითხეთ?
ვკ: ეს არის რობერტ დალეკის „Power and the Presidency, From Kennedy to Obama“.
მხ: რომელი წიგნი წაიკითხეთ ბოლოს მხატვრული ლიტერატურიდან?
ვკ: კიდევ ერთხელ წავიკითხე ჯონ კერუაკის „გზა“ და ნამდვილად ძალიან საინტერესოა და, გარკვეულწილად, ძალიან ამერიკულიც. ამავე დროს ჩარლზ ბუკოვსკის „ჰოლივუდი“, რომლითაც ნაკლებად მოვიხიბლე, თუმცა, დღეს ამერიკაში ბუკოვსკი ერთ-ერთ პოპულარულ მწერლად ითვლება. რასაკვირველია, ევროპასაც ვერსად გავექცეოდი და ჟან პოლ სარტირის მოთხრობებითაც დავტკბი.
მხ: რომელია თქვენთვის ყველაზე წარმატებული აკადემიური, სამეცნიერო პროგრამა?
ვკ: ეს არის ფულბრაიტის პროგრამა, რამაც ხელი შეუწყო ჩემი მონოგრაფიების დაწერას.
მხ: ვინ არის თქვენი საყვარელი ამერიკელი მკვლევარი?
ვკ: ალბათ, ძნელია, ასე ერთი ადამიანის გამოყოფა, მაგრამ ძალიან მომწონს ფრედერიკ ლიუს ალენის წიგნები, მისი წერის მსუბუქი, გარკვეულწილად, ჟურნალისტური მანერა და ამავე დროს საკმაოდ სერიოზული და ფუნდამენტური ისტორიული დასკვნები. მომწონს ასევე ცნობილი ამერიკელი მკვლევარი სტეფენ ემბროუისი, რომელსაც ეიზენჰაუერისა და ნიქსონის ბრჭყინვალე ბიოგრაფიები აქვს და ასევე ბევრს წერს ამერიკის მონაწილეობაზე მე-2 მსოფლიო ომში. ასევე, არტურ შლეზინგერ უმცროსი იმდენად პოპულარული ისტორიკოსია, რომ მასზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
მხ: რომელია თქვენთვის გამორჩეული ამერიკელი დიპლომატი?
ვკ: ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბენჟამინ ფრანკლინი, რომელიც დამოუკიდებლობისათვის ომის წლებში ამერიკის ელჩი იყო საფრანგეთში და რომელმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა საფრანგეთის ომში ჩართვა კოლონიების მხარეზე, რომლის გარეშეც, ალბათ, ამერიკელთა გამარჯვება საკმაოდ საეჭვო იქნებოდა, ან ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. ასევე გამორჩეული დიპლომატია ჯეიმს მონრო, ამერიკის სახელმწიფო მდივანი და შემდეგ კი ამერიკის მეხუთე პრეზიდენტი, ცნობილი „მონროს დოქტრინის“ ავტორი. თანამედროვე ამერიკელი დიპლომატებიდან ალბათ რიჩარდ ჰოლბრუკს დავასახელებდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ის აქტიურად მონაწილეობდა იუგოსლავიის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.
მხ: რომელია თქვენთვის გამორჩეული პერიოდი ამერიკის ისტორიიდან?
ვკ: ეს არის თეოდორ რუზველტის პრეზიდენტობის პერიოდი, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამერიკის საშინაო და საგარეო პრობლემების გადაწყვეტასა და ამ ქვეყნის ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.
მხ: თქვენი საყვარელი ამერიკული გამონათქვამი?
ვკ: ძალიან ვაფასებ ამერიკელთა დამოკიდებულებას შრომის მიმართ, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მახსენდება ახლა კალვინ კულიჯის გამონათქვამი: “როდესაც ადამიანი აშენებს ქარხანას, ის ქარხანას კი არ აშენებს, არამედ აშენებს ეკლესიას და როდესაც მუშაობს, ის უბრალოდ კი არ მუშაობს ამ ქარხანაში, არამედ ღვთისმსახურებას ეწევა“. ჩემი აზრით, ეს სიტყვები ამერიკელთა წესიერების გამოხატულებაა, ამერიკის ალფა და ომეგაა.
*ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე