ინტერვიუ დოქტორ ქეთევან ანთელავასთან
ინტერვიუ დოქტორ ქეთევან ანთელავასთან
ჩაიწერა მარიამ ხატიაშვილმა
15 დეკემბერი, 2015
15 დეკემბერს, ამერიკისმცოდნეობის სამეცნერო წრის თავმჯდომარეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა ამერიკისმცოდნების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა საგნის, მათ შორის, "ინგლისური ენა სპეციალური მიზნებისათვის", "სპეც.სემინარი ინგლისურ ენაში -. ამერიკელ ქალთა ნარატივების. ანალიზი", "სპეც სემინარი: 1930-იანი და 1950-იანი წლების ამერიკა აუთენტურ ენობრივ წყაროებში" პროფესორს ქეთევან ანთელავას, რომელმაც ისაუბრა საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილებისა და სადისერტაციო ნაშრომის შესახებ შესახებ. მადლობა დოქტორ ანთელავას, რადგან გამონახა დრო საინტერესო საუბრისათვის.
მხ: გაგვიზიარეთ მცირე ბიოგრაფიული ცნობები თქვენი საგანმანათლებლო-აკადემიური კარიერიდან.
ქა: დავამთავრე სოხუმის პირველი საშუალო სკოლა, რომელსაც დიდი სითბოთი ვიხსენებ. გასაგებია, რომ ეს მოგონებები დღეს უკვე სევდით და მწუხარებითაც არის შეფერილი, მაგრამ საგანმანათლებლო-აკადემიურ კარიერაზე საუბრისას შემთხვევით არ გამხსენებია. ჩემი პირველი შეხება მომავალ საქმიანობასთან - ინგლისურ ენასთან სწორედ აქ მოხდა და, ალბათ, ამანაც განსაზღვრა ჩემი არჩევანი. ის მიდგომები და მეთოდოლოგია, რომელიც ინგლისური ენის ჩემს მასწავლებელს, ქალბატონ ციალა რუსიას, ჰქონდა დღევანდელი სტანდარტითაც თანამედროვე და სრულად მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული იყო. ამაში გასაკვიკირი შესაძლოა არაფერი ყოფილიყო, რომ არა საბჭოთა კავშირის პირობებში ინგლისურენოვანი მასალის, ინფორმაციისა და მეთოდოლოგიური სიახლეებზე წვდომის სიმწირე. მართალია, ინგლისური სახელმწიფო სკოლებში სავალდებულო საგანი იყო და გაძლიერებულადაც ისწავლებოდა, მაგრამ ინგლისური `კაპიტალისტური ქვეყნების ენა~ იყო და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა. დღეს ეს შეიძლება ვინმეს სასაცილოდ ეჩვენოს, მაგრამ ასეთი იყო რეალობა და ეს პედაგოგის როლს, პირადი ინციტივისა და ენთუზიაზმის როლს განუზომლად ზრდიდა.
პირველი კურსი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავხურე. აფხაზეთში განვითარებული მოვლენები რომ არა, ეს უნივერსიტეტი რეგიონის პერსპექტული საგანმანათლებლო კერა გახდებოდა. მას შემდეგ, ჩემი საგანმანათლებლო და მოგვინებით აკადემიურ კარიერა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება: დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხო ენების კათედრის უფროსი მასწავლებელი, უცხო ენების ცენტრის მასწავლებელი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი და ამერიკისმცოდნეობის დოქტორი.
მხ: რომელ საგანმანათლებლო-აკადემიურ პროგრამას გამოჰყოფთ, რომელსაც ყველაზე დიდი შენაძენი ჰქონდა თქვენს აკადემიურ ცხოვრებაში?
ქა: შესაძლოა, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ანტიკური ლიტერატურის ისტორია და ლათინური ენა იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ საუნივერსიტეტო ჰუმანიტარული განათლება არასრულყოფილია ამ დისციპლინების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის გარეშე. ამ სფეროდან მიღებული ცოდნა მყარ ფუნდამენტს ქმნის, მრავალ კარს უხსნის მომავალ ჰუმანიტარს და მრავალ კითხვაზე პასუხის გზას მიანიშნებს.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ასევე ლექტორის პიროვნულ ფაქტორს. ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო ის ხალხი რომელთა პროფესიონალიზმმა, ერუდუციამ და გნებავთ, არტისტიზმმა წარუშლელი შთაბეჭდილება და კვალი დატოვა ჩემზე: ნიკო ყიასაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ნელი საყვარელიძე - ეს ის ადამიანები არიან რომელთაც დიდწილად განსაზღვრეს ჩემი სამომავლო ინტერესები და საქმისადმი დამოკიდებულება.
და, კიდევ ერთი რამ, ვერც ერთი სალექციო კურსი, ვერც ერთი ბრწყინვალე ლექტორი ვერ განსაზღვრავს მკვლევრის მომავალს, მათ მხოლოდ სწორი მიმართულების მოცემა შეუძლიათ. დანარჩენი ცობისმოყვარეობის ხარისხზე, თვითგანათლებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.
მხ: რა არის მთავარი გამოწვევა სამეცნიერო სტატიაზე მუშაობისათვის?
ქა: ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ რამდენიმე საკვანძო ასპექტს გამოვყოფ. კარგი სამეცნიერო სტატია ბევრი კომპონენტის ერთობლიობაა: ინტერესის სფეროდან შერჩეული თემა, საკვლევ საკითხთან დაკავშირებული მასალის ხელმისაწვდომობა და ფლობა, გასაგები ენისა და აუცილებელი სამეცნიერო ჟარგონის გონივრული ბალანსი, ფაქტებითა და მაგალითებით გამყარებული მსჯელობა, სწორად შერჩეული სათაური. სტატიის შესაბამისი წესით გაფორმებაზე, საჭირო სამეცნიერო აპარატით აღჭურვასა და კეთილსინდისიერებაზე აღარაფერს ვამბობ.
მხ: გვიამბეთ თქვენი სადისერტაციო ნაშრომის შესახებ. რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება აღნიშნული საკითხისადმი?
ქა: ჩემი დისერტაციის თემაა `ამერიკელ მეცენატ ქალთა მოღვაწეობა 1830 - 1930-იან წლებში: ძირითადი მიმართულებები”. თავდაპირველად ამ თემით დაინტერესება ძალიან პირადი მიზეზით იყო განპირობებული. ფაქტიურად შემთხვევით წავაწყდი ინფორმაციას, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვრის, ანრი მატისის ტილობის დიდი ნაწილი ამერიკის სხვადასხვა მუზეუმშია თავმოყრილი. აღმოჩნდა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელოვნებითა და ხელოვნების პროპაგანდით დაინტერესებულმა ქალებმა შეუწყვეს ხელი მატისის და ზოგადად ავანგარდული ხელოვნების პოპულარიზაციას ამერიკაში და მოგვიანებით თანამედროვე ამერიკული ხელოვნების განვითარებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს პროცესი დიდი წინააღმდეგობებისა და სირთულეების დაძლევის გზით გახდა შესაძლებებლი და რა თქმა უნდა, ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა. თითქმის ასწლიანმა დაუღალავმა შრომამ, წარუმატებლობებისა და საზოგადოების წინააღმდეგობის დაძლევის შედეგად ამერიკელმა ქალებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს ხელოვნების პროპაგანდისა და პოპულარიზაციის სფეროში და მეტიც, სერიოზული როლი ითამაშეს მულტიკულტურული ჰარმონიის შექმნის გზაზე. თითოეული ქალი რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობდა უაღსესად საინტერესო და განსხვავებულ ფიგურას წარმოადგენს. მათი საქმიანობის კანონზომიერებებისა და შედეგების შესწავლა და ანალიზი შესაძლოა უარღესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვისაც, მით უმეტეს რომ საქართველოს გასაბჭოებამდე ჩვენი ქვეყანაც ზოგადევროპული ფასეულობების დამკვიდრების გზით მიდიოდა.
დისერტაციაზე მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. პროგრამა ამერიკის კულტურასა და საზოგადოებას ეხებოდა (U.შ. ჩულტურე ანდ შოციეტყ). პროგრამის მასპინძელი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი იყო და აკადემიურად მაღალპროფესიონალური გარემოს გარდა არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ადგილზე შემეძლო გავცნობოდი და შევხებოდი იმ გარემოს რომელსაც ვიკვლევდი, მემუშავა იმ პირველწყაროებთან რომელთა მოპოვება აქ შეუძლებელი იქნებოდა. პროგრამის გასვლითმა ნაწილმა (ვაშინგტონი, ბოსტონი, ნიუ მექსიკო) საკვლევ საკითხებზე მასშტაბური დაკვირვების საშუალება მომცა რამაც საბოლოოდ განსაზღვრა დისერტაციის არეალი და პრობლემატიკა.
მხ: ამჟამად თუ მუშაობთ რომელიმე სამეცნიერო სტატიაზე?
ქა: როგორც წესი, ასე გამიზნულად სტატიაზე არ ვმუშაობ ხოლმე. ჩემთვის საინტერესო რაიმე საკითხზე ხანგრძლივი მუშაობა, ასე ვთქვათ, ბუნებრივად გადაიზრდება ხოლმე სტატიად. ამჟამად კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ამერიკელ და არა მხოლოდ ამერიკელ ქალთა საქმიანობა, პარალელები და განსხვავებები მაინტერესებს და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ეს ინტერესი სტატიის სახეს მიიღებს.
მხ: თქვენი აზრით, რა არის ის აუცილებელი პრინციპი / მეთოდი, რომელიც საჭიროა სამეცნიერო ან საკონფერენციო ნაშრომის მოსამზადებლად?
ქა: პირველ რიგში, არც კონფერენციაში მონაწილეობა და არც სტატიის გამოქვეყნება თვითმიზანი არ უნდა იყოს. საჯარო გამოსვლაც და სტატიაც ღრმა კვლევის შედეგად მიღებული შედეგების გაზიარების სურვილით უნდა იყოს ნაკარნახევი. უაღრესად მნიშვნელოვანია საკვლევი საკითხის აქტუალობა და ჩვენს რეალობასთან მისი მიმართება. კონფერენციებზე გამოსვლისას მნიშვნელოვანია მსმენელზე ორიენტირებული პრეზენტაციის მომზადება. ამოცანა ყოველთვის უნდა იყოს თქვენს მიერ გამოკვლეული საკითხის მიმართ ინტერესის გაღვიძება. ეს კი მხოლოდ საგანგებო მომზადების შედეგადაა შესაძლებელი.
მხ: რა რეკომენდაციებს მისცემთ იმ სტუდენტებს, ვინც პირველად გეგმავენ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას?
ქა: რჩევებისა და რეკომენდაციების უსასრულოდ გრძელი სია შეიძლება მოგცეთ, მაგრამ, მოკლედ ასე ვიტყვი: სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საქმეს და ზედაპირულობას ნუ დაუშვებთ. გამოცდილებასთან ერთად ეს წამატების გარატია გახდება.