ინტერვიუ პროფესორ ქეთევან როსტიაშვილთან
ინტერვიუ პროფესორ ქეთევან როსტიაშვილთან
ჩაიწერა მარიამ ხატიაშვილმა
3 ნოემბერი, 2015
3 ნოემბერს, ამერიკისმცოდნეობის სამეცნერო წრის თავმჯდომარეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა ამერიკისმცოდნების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მოწვეულ პროფესორს ქეთევან როსტიაშვილს. პროფესორმა როსტიაშვილმა ისაუბრა საკუთარი საგანმანათლებლო წარსულისა და სამეცნიერო კვლევის სფეროების შესახებ. მადლობა პროფესორ როსტიაშვილს, რადგან გამონახა დრო საუბრისათვის.
მხ: გაგვიზიარეთ მცირე ბიოგრაფიული ცნობები თქვენი საგანმანათლებლო კარიერიდან.
ქრ: დავამთავრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი ამერიკისმცოდნეობის განხრით. მყავდა არაჩვეულებრივი პროფესორები ნიკოლაი სივაჩოვი, ევგენი იაზკოვი, რიჩარდ ფრედრექსონი, იუჯინ ტრანი და სხვები. ისტორიის მეცნიერებათა ხარისხი მივიღე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტში, იმავე ინსტიტუტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია პოლიტოლოგიის მიმართულებით, ოღონდ უკვე არა საბჭოთა კავშირის, არამედ რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ფარგლებში. ეს იყო ტრადიციულად აღიარებული აკადემიური ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა კავშირის, ხოლო მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო ელიტას წამოადგენდა ამერიკათმცოდნეობის დარგში. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობდი რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, ვინაიდან ამ ქვეყანას ვიცნობ შეგნიდან, ყველა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ეს მე მაძლევს საუფუძველს, რომ მწამდეს, საქართველოს გაცილებით ბევრის მიღწევა შეუძლია, თუ სწორედ დაიგეგმება ქვეყნის განვითარების კურსი და სრულად მოხდება არაჩვეულებრივ პროფესიონალთა რესურსის გამოყენება.
მხ: რა იყო თქვენი სადისერტაციო ნაშრომის თემა და რამ განაპირობა თქვენი ინტერესი აღნიშნული საკითხისადმი?
ქრ: საკანდიდატო დისერტაცია ეხებოდა პროფკავშირულ მოძრაობას აშშ-ში ჯ.კარტერისა და რ. რეიგანის (პირველი ადმინისტრაციის) დროს. ხოლო სადოქტორო დისერტაცია კი - აშშ-ს სახელმწიფო რეგულირების საკითხებს შრომითი ურთიერთობათა დარგში. სადოქტორო დისერტაცია გახდა ჩემი საკანდიდატო დისერტაციის გაგრძელება, საკანდიდატოს თემა კი სადიპლომო ნაშრომს ეფუძნებოდა, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტის ჩვენი კათედრის შესწავლის ერთ-ერთ მიმართულებას მიესადაგებოდა.
მხ: რა იყო მთავარი გამოწვევა სადისერტაციო თემაზე მუშაობისას?
ქრ: შრომითი ურთიერთობები აშშ-ში ერთ-ერთი დახურული თემა გახლდათ, ვინაიდან საკმაოდ სახიფათო ინფორმაციას შეიცავდა საბჭოთა რეჟიმისთვის. მხოლოდ ზედაპირული ნაშრომები იწერებოდა საბჭოთა მეცნიერთა მიერ ამ მიმართულებით. ძირითადი თეზა იყო, რომ კაპიტალისტური სამყარო, კერძოდ აშშ, „საშინლად ჩაგრავდა“ მშრომელებს, რასაც მწვავე დაპირისპირება მოყვებოდა კაპიტალისტების, ანუ ექსპლუატატორების წინააღმდეგ. ამ თემაზე მუშაობისას კარგად გამოჩნდა თუ რა იყო რეალური სურათი შრომით ურთიერთობებში. ჩემი დისერტაციები, შესაბამისად, მონოგრაფიები და გამოქვეყნებული სტატიები (დაფუძნებული ამერიკულ წყაროებზე) აღწერდა რეალურ ვითარებას ქვეყანაში, რა ფანტასტიური ხელფასები ჰქონდათ ამერიკელ მუშებს 1970-1980-იან წლებში, საათში 20-30 აშშ-ს დოლარი, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ წლიური ინფლიაციის დონეს და ხდებოდა შესაბამისი პროცენტით ხელფასის გაზრდა. ყველა სხვა სოციალური შეღავათის გათვალისწინებით, სარგო 65-75 დოლარამდე ადიოდა საათში, რაც კარგად აჩვენებდა რა სხვაობა იყო მუშახელს შროის აშშ-სა და საბჭოთა კავშირში, სადაც საშუალო ხელფასი ხარისხობრივად ჩამორჩებოდა ამერიკულს და შეადგენდა დაახლოვებით 120 მანეთს თვეში. შესაბამისად, საპროტესო მუხტი აშშ-ში ძალიან დაბალი იყო და შეადგენდა დაახლოვებით 40 გაფიცვას წელიწადში. მართლაია, ასეთი მაღალი ხელფასები პერსპექტივაში ძვირად დაუჯდა ამერიკას და სამუშაო ადგილების მასობრივი გადატანა მოხდა აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, მაგრამ მშომელთა მაღალი სოციოეკონომიკური დონის დაცვა, რომელიც პროფკავშირების აქტიური მუშაობის შედეგი გახდა, ამერიკული კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა. ვინაიდან ჩემი ასპირანტურაში სწავლა და დისერტაციის დაცვა 1980-იანი წლების მეორე ნახევარზე მოდიოდა, ასეთი ინფორმაციის დაბეჭვდა უკვე შესაძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტმუშაკი აპროტესტებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას.
მხ: სადისერტაციო ნაშრომის თემის გარდა, რა არის თქვენი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფერო?
ქრ: ძალიან მაინტერესებს წარმატებული ქვეყნების გამოცდილება, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევები, ამიტომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ვმუშაობ ჩინეთის პრობლემებზე. ეს ძალზედ მძიმე ტვირთი აღმოჩნდა ჩემთვის, ვინაიდან ეს რეგიონი სრულიად უცნობი იყო ჩემთვის.
მხ: დღეს რომ ხელახლა დაგეწყოთ სადისერტაციო თემაზე მუშაობა, შეცვლიდით თუ არა საკვლევ თემას, ან შეიტანდით თუ არა მასში რაიმე ცვლილებას?
ქრ: ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო თემაზე მომიწია მუშაობა. ჩემი სადოქტორო დისერტაცია ეხებოდა აშშ-ს სახელმწიფო რეგულირების საკითხებს. ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც რუსეთში და პოსტაბჭოურ რესპუბლიკებში, არსებობს მითი, რომ დემოკრატიული, ანუ თავისუფალი ტიპის ქვეყნები არ ერევიან ქვეყნის სოციალურ თუ ეკონომიკურ პროცესებში და „თავისუფალი ბაზარი“ განაგებს პოლიტიკურ სისტემას, რაც რეალობისგან ძალზედ შორს დგას, ვინაიდან თანამედროვე აშშ-ს მართვის მოდელი, ისე როგორც ევროპული, მთლიანად ეფუძნება ყოვლისმომცველ უმკაცრეს სოციალურ და ეკონომიკურ რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, ამ მითმა მისცა საშუალება ჩვენი რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას, „არ ჩარეულიყო“ კრიმინალური კაპიტალის დაგროვების პროცესებში და მომხდარიყო არსებული სახელმწიფო ქონებისა თუ ფინანსური ნაკადების დატაცება.
მხ; თუ გაიხსენებთ თქვენს პირველ პუბლიკაციას, როდის გამოაქვეყნეთ და რის შესახებ იყო ის?
ქრ: ჩემი პირველი სტატია გამოქვეყნდა მეტად პრესტიჟულ ჟურნალში: „აშშ: ეკონომიკა, პოლიტიკა და იდეოლოგია“, აშშ-სა და კანადის ინტიტუტის ჟურნალში ქ.მოსკოვში, ხოლო სტატიის სათაური იყო: „შრომითი ურთიერთობები აშშ-ში“.
მხ: რა რჩევებსა და რეკომენდაციებს მისცემთ იმ სტუდენტებს, ვინც ახლა იწყებს სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობას, ან მათ, ვისაც ჯერ არ აქვს ამორჩეული და გადაწყვეტილი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფერო?
ქრ: აირჩიეთ საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა და შეისწავლეთ, თუ როგორაა ის მოგვარებული თვენს რჩეულ ქვეყანაში. იშრომეთ დაუღალავად და აუცილებლად ეზიარებით იმ ნათელს, რომელიც თან სდევს განათლებას.