სტუდენტური კონფერენცია "აშშ-ს კულტურა და საზოგადოება"
2015 წლის 28 აპრილი გამორჩეული თარიღია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების კალენდარში. გაიმართა ამერიკისმცოდნეობის მესამე ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მონაწილე სტუდენტებმა დილიდანვე დაიწყეს მოსვლა და წარადგინეს მოხსენებები ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, დეკანის მოადგილე პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა და ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი ელენე მეძმარიაშვილი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას და მათი მოხსენებების მრავალფეროვან თემატიკას.
საზეიმო გახსნის შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით მყოფმა ამერიკელმა რეჟისორებმა, ჯეისონ და ლეი დასილვებმა წარადგინეს პლენარული სესია თემაზე „დოკუმენტური ფილმების გამოყენება საზოგდოებაში სოციალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის“ და აჩვენეს კადრები მათ მიერვე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან „როცა მე დავდივარ“ (When I Walk), რომელშიც აღწერილია ჯეისონის ბრძოლა გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებით.
მეორე პლენარული სესია თემაზე „კულტურული მრავალფეროვნება - წყალობა თუ ტვირთი? „ წარადგინა საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრეს ატაშეს მოადგილემ იუნ ნამმა. სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკტი, ჟურნალი თსუ მეცნიერება, თსუ-ს სამახსოვრო საჩუქრები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს საინფორმაციო რესურს ცენტრის მიერ გამოყოფილი ამერიკული წიგნები.
როგორც ორგანიზატორმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ამ კონფერენციის მიზანია იმ სტუდენტების სამეცნიერო მუშაობის წახალისება, რომლებსაც სურთ საკუთარი მოხსენებები წარადგინონ ამერიკისმცოდნეობის სფეროს შესახებ. უმთავრესი მიზანი და ამოცანაა მათი შეხვედრა კონფერენციის ფარგლებში მოწვეულ ამერიკელ სტუმრებთან და, ასევე, სხვადასხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენელ პროფესორებთან, რათა საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო აკადემიურ და სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობას. კონფერენციის მნიშვნელოვანი მხარეა ის, რომ სტუდენტები პირველად დგამენ სამეცნიერო სფეროში მუშაობის ნაბიჯებს, წარადგენენ ნაშრომებს, რომლებიც აყალიბებენ და გამოხატავენ მათ ანალიტიკურსა და კვლევით უნარებს. ამავდროულად, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ყოველ წელს უფრო მეტი სტუდენტი გამოხატავს ამ კონფერენციაში მონაწილეობის ინტერესსა და სურვილს. წელს განსაკუთრებით დაინტერესდნენ კონფერენციის მთავარი თემის - ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების შესახებ. კონფერენციის სამუშაო პროგრამის არეალიც იზრდება: ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტების გარდა, მონაწილეობას იღებენ ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებიც. ამერიკისმცოდნეობა, როგორც აკადემიური დარგი, ინტერდისციპილინარული და დარგთაშორისი სფეროა, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მჭიდრო სამეცნიერო მუშაობა გააგრძელონ ერთმანეთთან. ამ კონფერენციის მონაწილე სტუდენტებიც ამის ბრწყინვალე მაგალითია. მონაწილეების მიერ წარადგინილი მოხსენებები ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების, კულტურის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებაა; განიხილავენ იმ ეთნიკურ, რასობრივ, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და რელიგიურ კონტექსტებს, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის მანძილზე განსხვავებული კულტურები წარმოქმნა.
სტუდენტები კონფერენციისათვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. საკონფერენციო ნაშრომებს საორგანიზაციო-სამეცნიერო კომიტეტი არჩევს. შერჩევისას სხვა სამეცნიერო სტანდარტებთან ერთად ყურადღება ენიჭება იმას, თუ რამდენად უკავშირდება სტუდენტის მიერ გამოგზავნილი მასალა კონფერენციის თემატიკას, რა ძირითად და დამხმარე მასალას იყენებს, როგორ არის მასში გამოხატული კვლევითი ელემენტები და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი დიდი ყურადღებით ეცნობა გამოგზავნილ მასალებს და არჩევს მათ შორის საუკეთესოს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ სტანდარტებს. დამატებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებისათვის აუცილებელია, რომ მათმა თემამ სამეცნიერო ხელმძღვანელების თანდასწრებით აპრობაცია გაიაროს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრეზე. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ფარგლებში მთელი სემესტრის განმავლობაში აქტიურად ეწყობა შეხვედრები საკონფერენციო საკითხებისათვის საკონსულტაციოდ, რომლის დროსაც სტუდენტები ეცნობიან სამეცნიერო მოხსენებაზე მუშაობის უნარ-ჩვევებს, მათ შორის იმასაც, თუ რა პრინციპით უნდა გააფორმონ მასალები ან ციტირების რომელი სტილით უნდა იხელმძღვანელონ. წლევანდელ კონფერენციაზე შეირჩა 14 საუკეთესო მოხსენება. კონფერენციით გათვალისწინებულია, რომ შესაძლებელია ერთ თემაზე ორმა სტუდენტმა იმუშავოს ერთად, ეს მათ დამატებით გუნდური მუშაობის პრინციპს უვითარებს. სწორედ ამიტომ, შერჩეული მოხსენებები 20 მონაწილემ წარადგინა, მათ შორის იყვნენ სამივე საგანმანათლებლო საფეხურის - ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები. მათი მოხსენებები ზუსტად და ამომწურავად გამოხატავენ კონფერენციის საკვლევი თემის მიზანსა და ამოცანებს. მათ შეძლეს და კონფერენციის მთავარი თემის ფარგლებში საკმაოდ მრავალფეროვანი თემატიკის მოხსენებები წარადგინეს. ისინი დაინტერესდნენ ისეთი კონკრეტული საკითხების შესწავლით, როგორიცაა, მაგალითად, შამანიზმი ინდიელებში და სითინგ ბულის ხილვა ლითლ ბიგ ჰორნის ბრძოლის წინ, ინდივიდუალისტური საწყისი ამერიკულ ცნობიერებაში და მისი შედარება კოლექტივიზმთან, განდიზმის როლი მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობაში, ინდიელთა სტერეოტიპი ჰოლივუდში და ჯაზი, როგორც „რევოლუცია“ 1920-იანი წლების ამერიკული საზოგადოების ცხოვრებაში. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მოხალისე სტუდენტების - ფოტოგრაფ ნინა ბაბალაშვილის, ლიკა გელაშვილის, ნეკო შვანგირაძისა და ნინო დონაძის აქტიური ჩართულობა კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებში.
თავად ჩემი საკონფერენციო თემა შეეხებოდა კონსტიტუციურ პატრიოტიზმსა და ამერიკული საზოგადოების ფორმირებას. მოცემულ ნაშრომში ვცდილობ დავასაბუთო, თუ როგორი სოციალური ინტეგრაციის მეთოდი დააკანონა ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციურმა პატრიოტიზმმა, როგორ გახდა ამერიკული იდენტობის საწყისი და როგორ გამოვლინდა შეერთებული შტატების საზოგადოებაში.
კონფერენცია საინტერესო იყო როგორც მონაწილეებისათვის, ასევე მოწვეული სტუმრებისათვის. ინტერაქტიულ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა ამერიკელი რეჟისორებისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეს ატაშეს მოადგილის პლენარული სესიები. პირადად, როგორც კონფერენციის იდეის ავტორი და ორგანიზატორი, კონფერენციის სამუშაო დღით ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. სტუდენტებისათვის ძალიან სამოტივაციო იყო კონფერენციის გახსნაზე ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის, ვიცე-რექტორის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, მისი მოადგილის, ამერიკისმცოდნეობის მიმართულების პროფესორების ყოფნა. მათი მისასალმებელი სიტყვებიდან, ნათლად სჩანს ის დადებითი ემოციები, რომლებმაც პოზიტიურად იმოქმედა კონფერენციის მონაწილეებზე.
მონაწილე სტუდენტები ასე იხსენებენ კონფერენციისას მათეულ გამოცდილებას:
ნეკო შვანგირაძე: „უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ შთაბეჭდილებამ მოლოდინს გადააჭრბა. ეს ჩემთვის პირველი კონფერენცია იყო და, სიმართე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე. თემაზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესია და, ამავდროულად, ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო როგორც საკუთარი, ასევე ხელმძღვანელის წინაშე. მოხალისეობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, ეს სახალისო იყო და ამავდროულად აქედან გამოცდილებაც მივიღე საორგანიზაციო საკითხებში. საბოლოოდ, ვთვლი რომ კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა.“
მარიამ ბუნტური: „ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონფერენციით. საინტერესო მოხსენებები წარადგინეს სტუდენტებმა და ასევე უფრო საინტერესო იყო მოწვეული სტუმრების პრეზენტაციები, რამაც უფრო საინტერესო გახადა კონფერენცია. საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ მოხსენებები გაკეთდა კულტურის თითქმის ყველა ასპექტზე, რამაც საშუალება მომცა სიღრმისეულად გავცნობოდი ამერიკის კულტარას.“
ნინო დონაძე: "ამ კონფერენციაში მეორედ ვიღებ მონაწილეობას. კონფერენციამ მომცა მოხსენების წერისა და პრეზენტაციის წარდგენის გამოცდილება, ამასთანავე, დამეხმარა განმესაზღვრა ჩემი ინტერესის სფერო. ჩემი მოხსენების თემაა "ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის ძირითადი პრინციპები ფილმში მკვდარი პოეტების საზოგადოება". აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მ თემაზე ვაგრძელებ მუშაობას და ეს მოხსენება არის ჩემი საბაკალავრო ნაშრომის ნაწილი."
თენგიზ თაქთაქიშვილი: "აღნიშნულ კონფერენციაზე წარვადგინე თემა – „ბიზნეს მენეჯმენტის ამერიკული მოდელი“. ნაშრომზე მუშაობისას გამოვიყენე სამეცნიერო კვლევები ამერიკულ მენეჯმენტთან დაკავშირებით და სტატიები აშშ-ს კომპანიების შესახებ, სადაც კარგად იკვეთება ამერიკულ კომპანიებში დამკვიდრებული მენეჯმენტის სტილის მახასიათებლები. თავად კონფერენცია კარგად იყო ორგანიზებული და სექციებში მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. საინტერესო იყო უცხოელი მომხსენებლების გამოსვლები პლენარულ სხდომებზე. სექციებში სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავდა აშშ-ს საზოგადოებისა და კულტურის სფეროს ფართო სპექტრს, საიდანაც უამრავი საკითხი უცხო იყო ჩემთვის და, კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. იმედი მაქვს, მომავალში კვლავაც მივიღებ მონაწილეობას ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში."