ამერიკისმცოდნეობის მეორე ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია
2014 წლის 26 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამერიკისმცოდნეობის მეორე ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების აქტის მიღებიდან 50-ე წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია ტრადიციულად განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტიტსა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით. კონფერენციის იდეის ავტორი და ორგანიზატორი იყო მარიამ ხატიაშვილი, ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე.
კონფერენციის გახსნისას აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას: „ეს დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან 50 წელია, რაც ეს კანონი რეალობა გახდა. დღეს ჩვენი პრეზიდენტი აფროამერიკელია, ბარაკ ობამა არის შედეგი, ამ კანონის წარმატებული მუშაობის. მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ეს დეპარტამენტი და ასწავლიან ამერიკისმცოდნეობას“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის სამეცნიერო წრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ელენე მეძმარიაშვილი მიესალმა სტუდენტების დაინტერესებასა და ჩართულობას ამერიკისმცოდნეობის სამეცნიერო სფეროში: “თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ ამერიკისმცოდნეობაში, როგორც მეცნიერებაში და მინდა წარმატება გისურვოთ ამ გზაზე“, მიმართა მან სტუდენტებს და აღნიშნა: „შარშანდელთან [ამერიკისმცოდნეობის პირველი ყოველწლიური სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია: „ორი ამერიკა: წარსული, აწმყო, მომავალი“] შედარებით თემატიკა ძალიან საინტერესოა. იმედი მაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და მომავალში სტუდენტები კიდევ უფრო მნიშვნელოვან მოხსენებებს წარმოადგენენ“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელმა ვასილ კაჭარავამ კონფერენციის გახსნისას მისასალმებელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, არის საქმე“.
კონფერენციის გახსნისას საქართველოში ფულბრაიტის მკვლევარმა, სამართლისმცოდნეობის პროფესორმა მონტანას უნივერსიტეტიდან წაიკითხა ლექცია „სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის 50 წელი და რას მივაღწიეთ ჩვენ“. ამერიკელი მკვლევარის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმირათა.
„საორგანიზაციო კომიტეტმა შემოსული განცხადებები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია: რამდენად შეესაბამებოდა მოხსენებები სამეცნიერო სტანდარტებსა და რამდენად ჩანდა კვლევის ელემენტები სტუდენტის მიერ არჩეულ თემაში“, კონფერენციის გახსნისას აღნიშნა მარიამ ხატიაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო წრის თავმჯდომარემ და ასევე ისაუბრა წინა წელთან შედარებით კონფერენციაში მონაწილე მოხალისე სტუდენტების რაოდენობის ზრდაზე, მათი ჩართულობისა და როლის შესახებ: „როგორც გასულ წელს, წელსაც კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოხალისე სტუდენტები - ნინო ჯორბენაძე, სალომე წიქარიშვილი, ხატია კაპანაძე, ლიკა გელაშვილი, ფოტოგრაფი ნინა ბაბალაშვილი, ნინო დონაძე, თამუნა შველიძე- რომლებიც ტექნიკური საკითხების მოგვარებაში იღებდნენ მონაწილეობას, გვეხმარებოდნენ ბეიჯების დამზადებაში, პროგრამების დაბეჭდვასა და სარეგისტრაციო საქმეებში“.
კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა საკუთარი მოხსენებები წარადგინეს ორ სექციაში: ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლათინური ამერიკის ისტორია, პოლიტიკა, ეკონომიკა (თავმჯდომარე: ვასილ კაჭარავა), აშშ-ს კულტურისა და სოციალური საკითხები (თავმჯდომარე: ელენე მეძმარიაშვილი).
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
კონფერენციის დასკვნით ნაწილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა ამერიკული მუსიკის საღამო, რომლის მონაწილეებმა - გუგა მაჭარაშვილმა, ნონა საათაშვილმა, ნანა კაპანაძემ, ნათია ელოშვილმა, თინუკა კანდელაკმა,ანი ჩიხრაძემ და გიორგი ცერცვაძემ სხვადასხვა ამერიკული მუსიკალური ჟანრის სიმღერა შეასრულეს.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტრურებელი სერთფიკატი, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საინფორმაციო რესურსების ამერიკული ცენტრის მიერ მოცემული წიგნები ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შესახებ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ რამდენიმე ნომერი.

- თამარ დვალიძე, ლობიზმის თავისებურებები აშშ-ში
- მარიამ მარჯანიშვილი, ქართულ-ებრაული ემიგრაციის ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი სამხრეთ ამერიკაში
- გვანცა არუნაშვილი, მასმედიის გავლენა აშშ-ს პოლიტიკაზე
- ნინო სინჯარაძე, მაკრეიკერები პროგრესივიზმის ხანაში
- მარიამ ჭანტურია, თამთა ბიბილური, ამერიკელი ქალი და არჩევნები
- ნინო კობალაძე, აშშ-ის სადაზღვევო ბაზარი და მისი რეგულირების პოლიტიკა
- ირაკლი ჯავახიშვილი, რელიგიური თავისუფლება, კათოლიკური ეკლესია და სახელმწიფო ძალაუფლება ლათინურ ამერიკაში
- მარიამ ხატიაშვილი, ლილი ხატიაშვილი, აფრო-ამერიკელ მონათა რელიგიური შეხედულების ფორმირება ლათინურ ამერიკაში
- ბესო გოგინავა, „ვარდისფერი ძალაუფლების“ ბუმი 21-ე საუკუნის ლათინურ ამერიკაში
- ანი ფარქოსაძე, აშშ-ის კულტურა გ.ჰოფსტედეს კულტურის განზომილებების ჭრილში
- სალომე წიქარიშვილი, მედეა სამხარაძე, სერიულ მკვლელთა ასახვა ამერიკულ კინემატოგრაფში(1991-2003 წწ.)
- ნინო გაჩეჩილაძე , სამოქალაქო ომის მუსიკა-მელოდიები,რომლებმაც ამერიკა გააერთიანა
- დიანა დუმბაძე, ანა ლიპარტელიანი, კოლონიური პერიოდის არქიტექტურის თავისებურენა მითინგ ჰაუსების მაგალითზე
- თინათინ ასანიშვილი, ნინო ცერცვაძე, პროვინციელი ამერიკელი ქალის სტატუსი 1920-იან და 1960-იან წლებში (შედარებითი ანალიზი)
- ნინო დონაძე, ნათია ჩიქოვანი, ბეტი ფრიდანის ნაშრომის „ქალის საიდუმლოს“ როლი ფემინიზმის ახალი ტალღის დაწყებაში
- ნინო ჯორბენაძე, ხატია კაპანაძე, პირველი მსოფლიო ომის გავლენა სუფრაჟისტებზე
- მარიამ ლაზარაშვილი, ამერიკული ინდივიდუალიზმი და საბჭოური კოლექტივიზმი
- ნათია დუაძე, შრომის მოტივაციის პრობლემა ტოკვილსა და თანამედროვე პროფესორ- მეცნიერებთან