ამერიკისმცოდნეობის მე-4 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
2016 წლის 22 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის აქართველოს ასოციაციის მიერ ამერიკისმცოდნეობის მე-4 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მრავალფეროვანი ამერიკა: კულტურათა გზაჯვარედინი“ გაიმართა. კონფერენციის სექციებში მუშაობისას მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები იმ სხვადასხვა კონტექსტის შესახებ, რომელმაც მრავალფეროვანი ამერიკის ფორმირება გამოიწვია. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინდიელთა მემკვიდრეობისა და გამოცდილების, მუსიკის, ლიტერატურის, ფილმის, ისტორიული, გენდერული საკითხებისა და საგარეო-პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის შესახებ. მოწვეულმა სტუმარმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრეს ატაშეს მოადგილემ, იუნ ნამმა, პლენარული სესიის მუშაობისას წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „მრავალფეროვნების დინამიკა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში“.