ამერიკისმცოდნეობის სტუდენტები მესამე ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისათვის ემზადებიან
23 მარტი, 2015
მარიამ ხატიაშვილი
უკვე მესამე სასწავლო წელიწადია, რაც ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაზაფხულის აკადემიურ სემესტრში იმართება. სტუდენტები კონფერენციისათვის აქტიურად ემზადებიან: ირჩევენ მათთვის საინტერესო თემებს, უკავშირდებიან სამეცნიერო ხელმძღვანელებს, იძიებენ ლიტერატურას და ამუშავებენ საკონფერენციო მასალებს. ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის წახალისება და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციებში. ამასთან დაკავშირებით, 6, 16 და 23 მარტს გაიმართა სამეცნიერო წრის შეხვედრა.
პირველი შეხვედრა განსაკუთრებით ინფორმაციული იყო იმ სტუდენტებისათვის, ვინც პირველად იღებს კონფერენციაში მონაწილეობას; მათ რჩევები და კონსულტაციები მიიღეს სამეცნიერო წრის ხელმძღვანელის, პროფესორ ელენე მეძმარიაშვილისაგან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირჩიონ საკონფერენციო თემა და როგორ უნდა დაუკავშირდნენ სამეცნიერო ხელმძღვანელებს.
მეორე შეხვედრისას სამეცნიერო წრის თავმჯდომარემ, მარიამ ხატიაშვილმა ისაუბრა სამეცნიერო სტატიის გაფორმებისა და ჩიკაგოს ციტირების სტილზე. ხოლო, ამერიკისმცოდნეობის მე-2 ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებმა და სამეცნიერო წრის წევრებმა ნინო დონაძემ და ანი ფარქოსაძემ სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება კონფერენციის მოსამზადებლად აუცილებელი ეტაპების შესახებ. ამგვარი სამუშაო შეხვედრები გამორჩეულია იმითაც, რომ სტუდენტები საერთო სამეცნიერო ინტერესების ირგვლივ ერთიანდებიან.
მესამე შეხვედრისას აპრობაცია გაიარა მარიამ ხატიაშვილის საკონფერენციო თემამ „კონსტიტუციური პატრიოტიზმი და ამერიკული საზოგადოების ფორმირება“. არგუმენტირებულ ესსეში მარიამი ასაბუთებს, როგორი სოციალური ინტეგრაციის მეთოდი დააკანონა ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციურმა პატრიოტიზმმა, როგორ გახდა კონსტიტუციური პატრიოტიზმი ამერიკული იდენტობის საწყისი და როგორ გამოვლინდა შეერთებული შტატების საზოგადოებაში. სამეცნიერო წრის სხდომას ესწრებოდა მარიამის ამ სტატიის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი აკაკი ყულიჯანიშვილი. „მოხარული ვარ, რომ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტები საუბრობენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა კონსტიტუციური პატრიოტიზმი; დავესწარი მათი სამეცნიერო წრის მუშაობას, მოხსენება გააკეთა მარიამ ხატიაშვილმა, და ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა, განიხილეს კონსტიტუციური პატრიოტიზმის დონე ქართულ საზოგადოებაში“, აღნიშნა მან შეხვედრის დასასრულს.
პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა ისაუბრა სამეცნიერო სტატიის მოსამზადებლად სტუდენტის პირველი ნაბიჯების შესახებ : “სანამ მოხსენებას მოამზადებს სტუდენტი, მანამდე სამცნიერო მუშაობის რაღაც პატარა გამოცდილება უნდა ჰქონდეს; მან ეს გამოცდილება შეიძლება შეიძინოს ჩვეულებრივი საგნობრივი რეფერატის დაწერისას. ამ დროს სტუდენტი სწავლობს წერის კულტურას, ანუ რას ნიშნავს კვლევა. რეფერატში უკვე უნდა ჩანდეს კვლევის ელემენტები და, მითუმეტეს, კვლევის ელემენტები აუცილებელია სამეცნიერო მოხსენებაში. თუ მოხსენება არის ზოგადი ხასიათის, ენციკლოპედიური, ასევე სახელმძღვანელოს რაღაცა თავის დონეზე და ზოგადი, ფართო თემაა, რასაკვირველია, სამეცნიეროდ ვერ ჩაითვლება. თემა აუცილებლად უნდა ეძღვნებოდეს კონკრეტულ, ძალიან ვიწრო საკითხის, მითუმეტეს, როდესაც საკონფერენციო მოხსენებისათვის არის განმზადებული. შეიძლება, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი უფრო ფართო თემას მიეძღვნას, მაგრამ ისიც კონკრეტული უნდა იყოს; მაგრამ, აი, სამეცნიერო ნაშრომი უფრო კონკრეტულ საკითხის უნდა მიძღვნას, რომ შესაძლებელი იყოს ამ საკითხში ჩაღრმავება და საკუთარი აზრის დაფიქსირება. შეიძლება რევოლუციური აზრი არ გამოთქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაცა ახალი იყოს, ვიღაცას დაეთანხმო, ვიღაცას არ დაეთანხმო, გააკრიტიკო ვიღაცის მოსაზრება, დაუმატო შენი დამოკიდებულება და ა.შ. კვლევის გარკვეული ელემენტები უნდა ჩანდეს. ჩემი აზრით, ეს არის სამეცნიერო მოხსენება. როდესაც სიტყვა სამეცნიერო ფიგურირებს, ნიშნავს რომ იქ აუცილებლად კვლევის ელემენტები უნდა იყოს.“