ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის გაზაფხულის სემესტრის მეხუთე შეხვედრა
30 მარტი, 2015
მარიამ ხატიაშვილი
გაზაფხულის სემესტრის ყოველ ორშაბათს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა. 30 მარტის დღევანდელ შეხვედრას ამერიკისმცოდნეობის სამეცნიერო წრის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ელენე მეძმარიაშვილთან და თავმჯდომარესთან, მარიამ ხატიაშვილთან ერთად ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წევრები - ნინო დონაძე, ნათია ჩიქოვანი, მარიამ ნაბიჯაშვილი, იზაბელა კევლიშვილი. მოწვეული სტუმარი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე აპრობირებული ნინო დონაძის საკონფერენციო თემის „ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის ძირითადი პრინციპები ფილმში - მკვდარი პოეტების საზოგადოება“ სამეცნიერო ხელმძღვანელია. პროფესორმა ზაქარიაძემ საუბარში სტუდენტებს მოუწოდა რომ ამ მიმართულებით სვლა გააგრძელონ: „მივესალმები თქვენს შეხვედრებს, ძალიან მაღალი სამეცნიერო დონეა, მიხარია თემების არჩევა, მიმართულება და ისეთ სიღრმეებში წასვლა, როგორც ნინომ შეძლო. იგი წერისას ისეთ სიღრმეებში წამომყვა, რომ მე ვარ აღფრთოვანებული და ძალიან კმაყოფილი.“