ამერიკისმცოდნეობის მე-5 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
2017 წლის 27 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ამერიკისმცოდნეობის მე-5 ყოველწლიური რეგიონული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი დუაიტ ნისტრომი, თსუ-ის ვიცე-რექტორი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის დირექტორი ვასილ კაჭარავა, თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი ელენე მეძმარიაშვილი, ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე მარიამ ხატიაშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თეიმურაზ პაპასქირი, აკადემიური წრის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კონფერენციის საზეიმო გახსნის შემდეგ, პროფესორმა, არქიტექტორმა ლენა კილაძემ პლენარულ სესიაზე საინტერესო მოხსენება წაიკითხა თემაზე: „ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები“.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა და ფოტო-მასალა.